როზმარინის ზეთი თმის ზრდის გასააქტიურებლად: მუშაობს თუ არა რეალურად საშუალება, რომელიც ბოლო დროს Tik-Tok-ზე განსაკუთრებით პოპულარულია
როზმარინის ზეთი როგორც სპეციალისტები ამბობენ, ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა და სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს. თუ თმის ცვენას ან ზრდაში შეფერხებას საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ან ჭარბი ტოქსინები იწვევს, მაშინ მისი გამოყენებით სიტუაცია გაუმჯობესდება. მაგრამ, პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო.
თმის ცვენა ბევრ ქალს აწუხებს. პრობლემას კი შესაძლოა, ბევრი სხვადასხვა გამომწვევი ჰქონდეს. მაგალითად: სტრესი, ვიტამინების დეფიციტი, დაავადებები… როგორც სპეციალისტები ამბობენ, იმისათვის, რომ ეფექტური შედეგი მივიღოთ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რა იწვევს კონკრეტულ შემთხვევაში თმის ცვენას. შემდეგ კი შესაბამისი საშუალებები შევარჩიოთ. თუკი თმის ცვენის მიზეზს არ დავადგენთ, რაც არ უნდა გამოვიყენოთ, მას ეფექტი არ ექნება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ როზმარინისაგან დამზადებული პრეპარატები, სხვადასხვა საშუალებები ალერგიული ფონით ხასიათდება და ამიტომაც, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მსგავსი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ.
როზმარინის ზეთი შეიძლება, როგორც თმის აღდგენის დამატებითი თერაპია, ისე გამოვიყენოთ.
როგორ უნდა გამოვიყენოთ როზმარინის ზეთი სწორად?
ზეთი სკალპზე შეიზილეთ. მასში შემავალი ნივთიერებები კანს ათბობს და სისხლის მიმოქცევას ზრდის. ასტიმულირებს თმის ფოლიკულებს და აუმჯობესებს თმის ხარისხს. ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირება ნორმალიზდება, თმა კი ნაკლებად ცხიმიანი ხდება.
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები