ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირომელი ნივთები უნდა წავიღოთ მოგზაურობისას

რომელი ნივთები უნდა წავიღოთ მოგზაურობისას

შვებულება, არდადეგები, მოგზაურობა – ეს არის დრო, რომლისთვისაც დიდი ხნით ადრე ვიწყებთ მზადებას, რათა დაუვიწყარი თავგადასავლებით ავავსოთ იგი. მზადებასთან ერთად ჩნდება სხვადასხვა თავსატეხი. ნივთების ჩალაგებისას ალბათ საკუთარ თავს ხშირად ვუსვამთ შემდეგ კითხვებს: ‘’დამჭირდება? ’’  ‘’იქნებ სჯობს დავტოვო?’’  ‘’რომ დამჭირდეს მერე რა ვქნა? ‘’ და ა.შ

ხშირად გვავიწყდება აუცილებლად წასაღები ნივთები, თუმცა რატომღაც, შესაძლოა არ დაგვავიწყდეს სრულიად უსარგებლო ნივთი, რომელიც მთელი მოგზაურობის მანძილზე შეიძლება არც კი ამოვიღოთ ჩემოდნიდან.

წარმოგიდგენთ 10 ნივთს, რომელიც არასოდეს გვავიწყდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, იშვიათად ვიყენებთ:

  1. ძვირფასეულობა – მოდური და ძვირფასი აქსესუარები რა თქმა უნდა კარგია, თუმცა სამოგზაუროდ წასვლისთვის აუცილებელი არაა ბრილიანტებით ავავსოთ ჩანთა. ყველა სასტუმროში საიმედო სეიფი როდი დაგხვდებათ. ხშირია ტურისტების გაქურდვის მცდელობები, ამიტომ თავი დაიზღვიეთ უსიამოვნო გამოცდილებისგან.

  1. თმის საშრობი ფენი – ეს არის ნივთი, რომელიც მეტწილად ჩემოდანში “ცხოვრობს” და დიდ ადგილსაც იკავბს. სასტუმროებში, მას აბაზანის რომელიმე თაროზე აუცილებლად ნახავთ. ამიტომ ნუ დაიტვირთავს თავს.

  1. ორზე მეტი საცურაო კოსტიუმი – როგორც წესი, როდესაც ერთი საცურაო კოსტიუმი სველია, ვიყენებთ მეორეს. დანარჩენი ხელუხლებელი რჩება.

  1. კოსმეტიკის ნაკრები – ჰიგიენური საშუალებები და კოსმეტიკა მნიშვნელოვანია, თუმცა მოგზაურობის დროს რეკომენდებულია მხოლოდ აუცილებელი ნივთების წაღება. ნუ წაიღებთ კანის ღრმა წმენდისა და სხვა პროცედურებისთვის განკუთვნილ აპარატებს. წაიღეთ მხოლოდ ის, რაც აუცილებად გჭირდებათ – მაგალითად, ზღვის სეზონისთვის მზისგან დამცავი ლოსიონები და სხვა.

  1. სქელყდიანი წიგნები – მოგზაურბის დროს უპირატესობა ენიჭება მსუბუქ და კომფორტულ წიგნებს თხელი ყდით. ნუ გადატვირთავთ ჩემოდანს სქელყდიანი, უზარმაზარი წიგნებით.

  1. ბევრი პირსახოცი – წაიღეთ მხოლოდ სამი ან ორი პირსახოცი. თუ სასტუმროში მიდიხართ, პირსახოცი დაგხვდებათ. სხვა შემთხვევაშიც, ერთი ან ორი საკმარისი იქნება.

  1. ნივთები სპორტული აქტივობისთვის – სმოგზაურობისას იშვიათად ვარჯიშობენ. ვარჯიში რა თქმა უნდა კარგია და ხშირად ვგეგმავთ, რომ სასტუმროს სპორტდარბაზს გამოვიყენებთ ან დილაობით ვირბენთ… თუმცა მოგზაურობისას ეს აღარ გვახსენდება.
READ  ბოლო დროს ადამიანების უმეტესობა დიდი აგრესიით და სიძულვილით გამოირჩევა – 13 წლის მოზარდზე...

  1. სამედიცინო ნაკრები – ამ შემთხვევაშიც მხოლოდ აუცილებელი და პირველადი დახმარების ნივთები წაიღეთ. ნუ დაამსგავსებთ ჩემოდანს აფთიაქს.

  1. შეუსაბამო სამოსი – დარწმუნდით რომ სამოსი, რომელიც მიგაქვთ ერთმანეთს უხდება ფერითა და სტილით. ნუ წაიღებთ სამოსს, რომელსაც სჭირდება უთოსა თუ სხვა საშუალებების დახმარება ფორმაში მოსაყვანად.

  1. საქაღალდეები – მოგზაურობის დროს, ადამიანთა უმრავლესობა სახლში არ ტოვებს საქმეს. თქვენ მიდიხართ დასასვენებლად, ნუ გადაიღლით თავს საქმით და გამოიყენეთ დრო სწორად.

წყარო: http://beautymagazine.ge/

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები