შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი ცხოვრების წესიროცა შარდის ბუშტი ივსება, მისგან ნერვული იმპულსები ნერვებით ზურგის ტვინისკენ მიემართება

როცა შარდის ბუშტი ივსება, მისგან ნერვული იმპულსები ნერვებით ზურგის ტვინისკენ მიემართება

მოშარდვის კონტროლი
თირკმლები მუდმივად წარმოქმნიან შარდს, რომელიც სპეციალურ მილებში, შარდსაწვეთებში მიედინება შარდის ბუშტისკენ, სადაც იგი გროვდება. შარდის ბუშტის ყველაზე ქვემოთ მდებარე ნაწილს (ანუ ყელს) გარშემო სპეციალური კუნთი აკრავს (სფინქტერი), რომელიც შე­კუმშულია და გასასვლელს ახშობს. შარდის ბუ­შ-­
ტის გავსების შემდეგ კუნთი დუნდება, შარდ­სადენი იხსნება და შარდი მისი გავლით სხე­ულიდან გამოიყოფა.
როცა შარდის ბუშტი ივსება, მისგან ნერვული იმპულსები ნერვებით ზურგის ტვინისკენ მიემართება. შემდეგ სიგნალი თავის ტვინს გადაეცემა და მოშარდვის სურვილის გაცნობიერება ხდება. ადამიანებს, ნორმაში, შეუძლიათ ცნობიერად გადაწყვიტონ, მოშარდონ, თუ რაღაც დროის განმავლობაში კიდევ მოითმინონ. მოშარდვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სფინქტერი დუნდება, შარდსადენი იხსნება და შარდის ბუშტის კედლები იკუმშება, რათა შარდი გარეთ გამოიყოს. შარდის ბუშტზე მეტი წნევის შესაქმნელად შეიძლება მუცლის კედლისა და მენჯის ფსკერის კუნთებიც შეიკუმშოს.
როცა შარდის ბუშტი ივსება, მისგან ნერვული იმპულსები ნერვებით ზურგის ტვინისკენ მიემართება | შენი სილამაზე
წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  რა არის აორტის განშრევებადი ანევრიზმა და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები