გელ-ლაქი (ე.წ. შილაკი) ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა და მას უამრავი ქალბატონი მიმართავს.
გელ ლაქი- შილაკი, ლაქის ალტერნატივაა. ის მოდელირებული გელისა და ჩვეულებრივი ლაქის ნარევია. მისი სტრუქტურა სქელია. სწორედ ამიტომ მისი ფრჩხილზე დატანა საკმაოდ რთულია.
გელ-ლაქს ჩვეულებრივი ლაქისგან ის განასხვავებს, რომ ყოველი ფენის წამის შემდეგ ფრჩხილს ერთი წუთის განმავლობაში ულტრაიისფერი ნათურით აშრობენ. სწორედ ამ სხივების საშუალებით მყარდება საფარი და შედეგად შილაკი 2-3 კვირის განმავლობაში ძლებს.
მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზოგადად ხანგრძლივი ურთიერთქმედების შემთხვევაში ულტრაიისფერ სხივებს კანის კიბოს გამოწვევა შეუძლია დიდი ხანია არსებობს. ამ საკითხზე სამედიცინო სფეროს ექსპერტები წლებია მსჯელობენ.
ჯერ კიდევ 2013 წელს მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ გელ-ლაქის საშრობების მიერ გამოცემული ულტრაიისფერი რადიაცია მზისას 4.2-ჯერ აღემატებოდა.
2009 წელს ორ ჯანმრთელ ქალს, რომლებიც გელ-ლაქის პროცედურას რეგულარულად იტარებდნენ ხელებზე კანის კიბო განუვითარდათ.
2021 წელს კი კლივლენდის კლინიკის დერმატოლოგმა მელისა პილიანგმა სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელა. ის კიბოს გაზრდილი რისკის შესახებ აფრთხილებდა ადამიანებს, რომლებიც ფრჩხილის მოვლის სალონებს ხშირად სტუმრობდნენ.
მიუხედავად ამისა, აღნიშნული კვლევები აქამდე გელ-ლაქის საშრობ მოწყობილობასა და კანის კიბოს შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავდა.
თუმცა, ცოტა ხნის წინ კალიფორნიის სან-დიეგოსა და პიტსბურგის უნივერსიტეტებს მეცნიერებმა უახლესი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომლის ფარგლებშიც მათ აღნიშნული საკითხი მოლეკულურ დონეზე შეისწავლეს. ექსპერტები კვლევაში იმ ზიანის შესახებ გვიყვებიან, რომელსაც ულტრაიისფერი გამოსხივება ჩვენს ხელებს აყენებს.
კვლევის მიმდინარეობისას მათ თაგვისა და ადამიანის უჯრედები სპეციალურ ჯამში განათავსეს და ულტრაიისფერ საშრობში ორჯერ, 20-20 წუთით განათავსეს. ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ უჯრედების 20-დან 30%-მდე მოკვდა.
აღნიშნული ექსპერიმენტი მათ 3 დღის შემდეგ კვლავ გაიმეორეს და ნახეს, რომ ამჯერად უკვე უჯრედების 70%-ი მოკვდა.
რაც შეეხება კვლევას გადარჩენილი უჯრედების 30%-ს, როგორც მეცნიერები ამბობენ, მათ კიბოსთან დაკავშირებული მუტაციების ნიშნები და დნმ-ის დაზიანება აღენიშნებოდათ.
შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფრჩხილის ლაქის საშრობის გამოყენებამ, შესაძლოა დნმ-ის დაზიანებადა კიბოსთან დაკავშირებული მუტაციების ნიშნების განვითარება გამოიწვიოს.
უახლოეს მომავალში მეცნიერები ამ კუთხით კვლევების ჩატარებას კიდევ აპირებენ, თუმცა მანამდე მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
როგორ დავიცვათ თავი
1. როგორც სამედიცინო სფეროს ექსპერტები გვირჩევენ, ფრჩხილებს აუცილებლად უნდა მისცეთ დასვენების საშუალება.
მაგალითად: თუ გელ-ლაქის პროცედურას რეგულარულად იკეთებთ, კარგი იქნება თუ 2 თვეში ერთხელ, 1 ან 2 კვირის განმავლობაში ფრთხილებს დაასვენებთ და სამკურნალო საფარს/ლაქს გამოიყენებთ.
2. იმისთვის, რომ ულტრაიისფერი სხივებისგან თავი დაიცვათ, ექიმები გირჩევენ პროცედურის წინ გამოიყენით ხელის საცხი,რომელსაც ექნება მზისგან დამცველობა, მინიმუმ, 15 SPF.
3. ან გაიკეთეთ ხელთათმანები, რომლებიც პროცედურის განმავლობაში ხელის დიდ ნაწილს დაფარავს.
#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze
წყარო:https://www.facebook.com
მასალის გამოყენების პირობები