კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიუსაფრთხო მომსახურება„საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“

„საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების სფეროში პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და ლაბორატორიული და ადამიანური რესურსების გაძლიერების საკითხებს.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების წარმომადგენლებმა უწყების მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოს ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს, რათა ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენცია, მათი დადგენა და მართვის ხარისხი კიდევ გააუმჯობესოს.
შეხვედრას , ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, უოლტერ რიდის არმიის კვლევის ინსტიტუტის და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
READ  კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით შეთანხმებული ქმედების გამო, ჯამში, 53 მილიონ ლარამდე დააჯარიმა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები