როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი ჰერკულესის ფაფისგან

0
102
#image_title

ჰერკულესის ფაფა  ცნობილია თავისი მკვებავი თვისებებით, შესანიშნავი ინგრედიენტია, მოამზადეთ სახის ნიღაბი

ჰერკულესის ფაფის სახის ნიღაბი  ეხმარება კანის განახლებას, ატენიანებს და ასუფთავებს მას, რაც მას იდეალურ საშუალებად აქცევს სახის მოვლისთვის. გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ რეცეპტს გერკულესის ფაფის ნიღბის მოსამზადებლად.

 საჭირო ინგრედიენტები: 2 სუფრის კოვზი ჰერკულესის ფაფა,1 სუფრის კოვზი თაფლი, 2-3 სუფრის კოვზი რძე ან წყალი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი (სურვილისამებრ)

სახის ნიღაბი  და მომზადების წესი:

 პირველ რიგში, აიღეთ 2 სუფრის კოვზი ჰერკულესის ფაფა და ჩაყარეთ თასში. დაამატეთ 2-3 სუფრის კოვზი ცხელი რძე ან წყალი და აურიეთ. დატოვეთ 5-10 წუთი, რომ ფაფა შეშუპდეს და რბილი გახდეს.

როცა ფაფა შუშდება, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. თაფლი ხელს უწყობს კანის დატენიანებას და ანტიბაქტერიულ მოქმედებას. აურიეთ მასა, რომ შეერიოს ფაფას.

 თუ გსურთ, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ლიმონი ასუფთავებს კანს, თუმცა, თუ თქვენი კანი მგრძნობიარეა, ეს ნაბიჯი შეგიძლიათ გამოტოვოთ.

 მიღებული მასა ნაზად წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნიღაბი გააჩერეთ სანამ არ გაშრება.

ნიღაბი მოიშორეთ თბილი წყლით, ნაზად მასაჟის მოძრაობებით. საბოლოოდ, წაისვით თქვენი საყვარელი დამატენიანებელი კრემი.

 ნიღბის წასმამდე, სჯობს კანი კარგად გაიწმინდოთ.

 შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ