სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა უნდა ვიცოდეთ სახის ნიღბების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ სახის ნიღბების შესახებ

როგორ შევარჩიოთ სახის ნიღაბი სწორად?

სახის ნიღბების არჩევანი თანამედროვე კანის მოვლის ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა საინტერესოა, რომელი ტიპის საშუალებას საჭიროებს თქვენი კანი

დაგვეთანხმებით, რომ სახის მოვლის ყოველდღიური რუტინის ჩატარება ერთგვარ აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა კვირაში რამდენჯერმე საკუთარი თავის განებივრება და დამატებითი პროცედურების ჩატარება გვინდება. რა თქმა უნდა, მსგავსი მანიპულაციებისთვის კოსმეტოლოგის კაბინეტი საუკეთესო ადგილს წარმოადგენს, მაგრამ თავისუფლად შეიძლება იგივე შედეგი თუ სიამოვნება სახლის პირობებში მივიღოთ.

ნაჭრის ნიღაბი

კორეელების განსაკუთრებული სიყვარული კანის მოვლისადმი იმდენად ცნობილია, რომ დამატებით ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს. სწორედ მათი გამოგონილია ბოჭკოვანი სტრუქტურის ნაჭერი, გაჟღენთილი სერუმით/შრატით/ამპულით, რომელიც ანაცვლებს დატენიანების ამ საფეხურს და საჭირო ნივთიერებებით ამარაგებს დერმას.

ნაჭრის ნიღაბი სხვადასხვა სასარგებლო ინგრედიენტის შემცველობით – სხვადასხვა ტიპის პრობლემის მოგვარებისადმია ორიენტირებული, თუმცა მისი ძირითადი დანიშნულება კანის დატენიანებაა. შესაბამისად, უნდა მოირგოთ საშუალება სახეზე, დაელოდოთ 15-20 წუთის მანძილზე მის შეშრობას, ამის შემდგომ მოიხსნათ ნაჭერი სახიდან და დარჩენილი სითხე მასაჟის მოძრაობებით შეიზილოთ სახის კანზე. პროდუქტი არ საჭიროებს ჩამობანას, მისი შემდგომი საფეხური დამატენიანებელი კრემია.

მისი ეფექტურობა არა მხოლოდ შრატისა თუ ამპულის მაღალი შემცველობითაა განპირობებული, არამედ იმ ფაქტორით, რომ ნაჭერი მჭიდროდ ეკვრის სახის კანს და მინიმალურია სასარგებლო ნივთიერებების აორთქლების ალბათობა.

ჩამოსაბანი ნიღბები

დეტოქს ნიღბებს შორის ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი თიხაა, რომელსაც ფერების მიხედვით განარჩევენ.

კაოლინი/თეთრი – აბაზანის ბომბების, კოსმეტიკური საშუალებებისა და საპნების ერთ-ერთი ყველაზე მიღებული ინგრედიენტია. უმეტესად თეთრი შეფერილობის პროდუქტი მშრალი და სენსიტიური კანის დეტოქსისთვისაა კარგი, რადგან ნაკლებად აშრობს კანს.

ვარდისფერი – რკინის ოქსიდის, იგივე რკინის ჟანგის შემცველობის გამო კაოლინის თიხის ნაწილი მუქი ან საშუალოდ ვარდისფერია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს სილიციუმს, რკინას, კალციუმს და იმ ელემენტებს, რომელიც ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ტონუსში მოჰყავს მისი სტრუქტურა.

მწვანე – ფოსფორტი, კობალტი, სპილენძი – მწვანე თიხა მთელი მიქსია კომპონენტების, რომლებსაც მატონიზირებელი მოქმედების გარდა, ძლიერი დეტოქს თვისებები აქვთ. შესაბამისად, მისგან დამზადებული ნიღბები ცხიმიანი ან კომბინირებული (ცხიმიანობისკენ მიდრეკილი) კანისთვისაა განკუთვნილი.

READ  „უშველეთ საკუთარ თავს!“ – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია მოსახლეობას

ამას გარდა გავრცელებულია ნაცრისფერი, ცისფერი, ყვითელი თიხები, რომელსაც აერთიანებს რეგენერაციული, გომაჟისა და მკვდარი უჯრედების მოშორების ეფექტი. თითოეული მათგანი საჭიროებს ინსტრუქციის მიხედვით 5-10 წუთით გაჩერებასა და ჩამობანას. უსიამოვნო დაჭიმულობის შეგრძნების დასაძლევად კი ნამიან კანზევე უნდა ჩატარდეს დატენიანების პროცედურები.

ჩამოსაბანი ნიღბების გამოყენება სასურველია კვირაში 2-ჯერ, თუმცა დამატენიანებელი ნაჭრის ნიღბების გამოყენება ყოველ მეორე დღესაც შეგიძლიათ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ კომბინირებული კანის შემთხვევაში სხვადასხვა ზონაზე – სხვადასხვა ტიპის ნიღბის გამოყენებაა სასურველი.

რა უნდა ვიცოდეთ სახის ნიღბების შესახებ | შენი სილამაზე

ნიღბები ერთგვარ რიტუალს წარმოადგენს, რომელსაც საკუთარი თავის გასანებივრებლად ვიტარებთ, ამიტომ მათზე უარი არ უნდა ვთქვათ. შევიქმნათ საუკეთესო განწყობა და მშვიდად დაველოდოთ პროდუქტის შედეგს.

#drpkhakadze

წყარო

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

რამდენ ლარად იყიდით ხვალ დოლარს და ევროს

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები