სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირომი შნაიდერისა და ალენ დელონის დრამატული სიყვარულის ისტორია

რომი შნაიდერისა და ალენ დელონის დრამატული სიყვარულის ისტორია

 რომი შნაიდერისა და ალენ დელონის დრამატული სიყვარულის ისტორია – გასული საუკუნის ერთ-ერთი ულამაზესი წყვილი

რომი შნაიდერი და ალენ დელონის სიყვარულის ისტორია დრანატულობითა და ვნებით იყო სავსე. ისინი ითვლებიან გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ და ულამაზეს წყვილად.

რომი შნაიდერისა და ალენ დელონის დრამატული სიყვარულის ისტორია | შენი სილამაზე

რომი შნაიდერი დაიბადა 1938 წელს, გერმანიაში. იგი გახლდათ ცნობილი მსახიობი, რომელმაც თავისი უნიკალური შარმითა და ნიჭიერებით ადგილი დაიკავა კინემატოგრაფიაში. ალენ დელონი კი ფრანგული კინოს ხატად ითვლება, რომელიც ცნობილია თავისი ქარიზმატული გარეგნობითა და  ეკრანზე შესრულებული როლებით.

რომი შნაიდერისა და ალენ დელონის დრამატული სიყვარულის ისტორია | შენი სილამაზე

წყვილის სიყვარულის ისტორია იწყება 1958 წელს ფილმით “კრისტინა”  ალენ დელონი იყო მისი პარტნიორი ეკრანზე. მათი ურთიერთობა მალევე გადაიზარდა ნამდვილ სიყვარულში, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა.

მიუხედავად დიდი გრძნობისა, მათი სიყვარულის ისტორია მაინც დასრულდა. ბევრი მიზეზი იყო მათი განშორების, მაგრამ ორივე მათგანი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა ურთიერთობასა და მეგობრობას.

რომი შნაიდერისა და ალენ დელონის დრამატული სიყვარულის ისტორია | შენი სილამაზე

რომი შნაიდერი და ალენ დელონი მუდამ დარჩებიან მსოფლიო კინოს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი და ულამაზესი წყვილი.

რომი შნაიდერისა და ალენ დელონის დრამატული სიყვარულის ისტორია | შენი სილამაზე

,,თუ მკითხავთ, ვინ მენატრება ყველაზე მეტად, ვიტყვი რომი შნაიდერი. ის წარმოუდგენლად კარგი იყო. დღეს ჩვენ აღარ შეგვიძლია ერთად ვუყუროთ ჩვენს ,,აუზს“, – თქვა დელონმა 2019 წელს. განშორების შემდეგ მათ ერთად ითამაშეს კიდევ რამდენიმე ფილმში და განაგრძეს მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება. რომი შნაიდერი გარდაიცვალა 1982 წელს, დელონმა მისი დაკრძალვის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღო. მათ შესახებ ბევრი მოგონება და მემუარია, თუმცა არც ერთ სიტყვას შეუძლია იმდენი თქვას, რამდენიც ამ ფოტოებს.

კითხვის გაგრძელება 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  თმის შეღებვა - უსაფრთხო მომსახურება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები