სუნამო ყოველთვის ასოცირდებოდა ფუფუნებასთან და დღესასწაულთან. შემთხვევითი არ არის, რომ შუა საუკუნეებში სუნამოებს ძალიან ძვირად აფასებდნენ.
ასეთი საჩუქრის გაკეთება მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანს შეეძლო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. განვითარებასთან ერთად, არომატული კომპოზიციები უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ახლა სუნამოებს შორის არჩევნის გაკეთება ბევრად უფრო გვერთულება, ვიდრე მათი შეძენა.
სუნამო განსაკუთრებული საჩუქარია. ელეგანტურ ბოთლში ლამაზად შეფუთული, სწორი სუნამო ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც აჩუქებთ, თქვენს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჯერ ერთი, საჩუქარი უნივერსალურია. მეორეც, სუნამო ყოველთვის ემოციაა. მესამე, არომატი მთელი დღის განმავლობაში იგრძნობა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ასე თუ ისე იფიქრებს თქვენზე.
რაზე გავამახვილოთ ყურადღება არჩევის დროს?
პირველი და ძირითადი წესი სუნამოს საჩუქრად არჩევისას არის თქვენი პრეფერენციების დავიწყება. სუნამოს არჩევისას არ უნდა იხელმძღვანელოთ საკუთარი გემოვნებით, არამედ უნდა წარმოადგინოთ ადამიანი, რომელსაც ჩუქნით. არომატი უნდა შეეფერებოდეს მისი ცხოვრების წესს,სტილს და ხასიათს.