ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი5 რჩევა სქელი თმის ზრდისთვის ✨️

5 რჩევა სქელი თმის ზრდისთვის ✨️

თმის შესაბამისი მოვლა მნიშვნელოვანია სქელი თმის და ჯანსაღი თმის ზრდისთვის. მოცემულ სტატიაში თავმოყრილია 5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ უფრო სქელი და ჯანსაღი თმის ზრდას.

  1. თმის ზეთით დამუშავება

სკალპის მასაჟი ისეთი ბუნებრივი ზეთის გამოყენებით, როგორიცაა ქოქოსის, ნუშის ან ამლას ზეთი, სასარგებლოა თმის ფოლიკულების სტიმულირებისთვის, რაც ხელს უწყობს სქელი თმის ზრდას.

 

  1. სწორად შეარჩიეთ შამპუნი

შეარჩიეთ თქვენი თმისთვის შესაბამისი შამპუნი, რომელიც არ შეიცავს ქიმიკატებს. ცხიმიანი სკალპის შემთხვევაში, შამპუნი ორ დღეში ერთხელ გამოიყენეთ.

 

  1. თმის კონდიციონერი

თმის დაბანვის შემდეგ წაისვით კონდიციონერი და თითებით გაისწორეთ ერთმანეთში გადახლართული თმა. კონდიციონერი გაიჩერეთ 5 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

 

  1. წაისვით შრატი

სველ თმაზე შრატის წასმა დაგეხმარებათ თმის ცვენისა და გათხელების თავიდან აცილებაში. შრატი შეგინარჩუნებთ, გამოკვებავს და ხელს შეუწყობს ჯანსაღი თმის ზრდას.

 

  1. თმის სტილი

შეიკარით თმა განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ გადიხართ, თმების აბურდულობისა და თმისცვენის თავიდან ასაცილებლად. თმის შეკვრა არის საშუალება, რომელიც  თმას ნორალურ მდგომარეობას უნარჩუნებს და ხელს უწყობს მისი მოცულობის ზრდას.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია #shenisilamaze

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით

ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რა უნდა ვიცოდეთ სახის ნიღბების შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები