ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირა ფერის ტუჩსაცხი უნდა მოიხმარონ 40+ ქალბატონებმა

რა ფერის ტუჩსაცხი უნდა მოიხმარონ 40+ ქალბატონებმა

თუ არ გსურთ მოხუც ქალს დაემსგავსოთ, მოერიდეთ გარკვეულ ფერებს 40 წელს გადაცილებული ქალბატონები

სტაფილოსფერი

40 წლის შემდეგ ასეთი პომადის ფერი სახეს არაჯანსაღ იერს ანიჭებს, გამოკვეთს ნაოჭებს თვალების ირგვლივ და ვიზუალურად “აყვითლებს” კბილებს.

რა ფერის ტუჩსაცხი უნდა მოიხმარონ 40+ ქალბატონებმა | შენი სილამაზე

რითი შევცვალოთ: ატმისფერი იდეალურია, ხოლო შავგვრემნებს და წითურებს შეუძლიათ ღია მარჯნისფერი აირჩიონ. გაითვალისწინეთ, რომ 40 წლის შემდეგ ატმისა და მარჯნისფერი პომადა უნდა იყოს გლუვი და არა პრიალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ რისკავთ ძალიან თინეიჯერულად გამოიყურებოდეთ.

მუქი ყავისფერი

40 წლის შემდეგ სახის კანი ნელ-ნელა ფერმკრთალი ხდება. მუქი ყავისფერი პომადა მხოლოდ გააძლიერებს ამ ეფექტს. ის თქვენს ტუჩებს უფრო ათხელებს, ვიდრე სინამდვილეშია.

რა შევცვალოთ: თუ არ გსურთ უარი თქვათ მუქ ჩრდილებზე, აირჩიეთ რუხი ყავისფერი. ეს ფერი ბეჟსა და ნაცრისფერს შორისაა, მაგრამ მოიცავს მეწამულ-ვარდისფერსაც. შეუხამეთ ფერები თქვენს ტანსაცმელსაც. მაგალითად, ჩაიცვით კრემისფერი და რძისფერი სამოსი.

მარგალიტისფერ-ვარდისფერი

მოციმციმე ბზინვარება არ გამოიყურება ლამაზად 50 წლის შემდეგ.

რა შევცვალოთ: შეარჩიეთ ვარდისფერი ნახევრად გლუვი ტექსტურით. ეს ფერი ყველა ქალს უხდება. პომადის წასმამდე არ დაგავიწყდეთ ტუჩებზე პრაიმერის წასმა. ეს ხელს შეუწყობს მათ დატენიანებას და ნებისმიერი არათანაბარი უბნების შევსებას.

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  ლიზა ყენია შთამბეჭდავ ფოტოებს აზიარებს სოციალურ ქსელში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები