კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიფრანგული მაკიაჟის ხრიკები

ფრანგული მაკიაჟის ხრიკები

ფრანგული მაკიაჟის 5 წესი – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ჩრდილები, ჰაილაითერები და ტონალური საშუალებები

ბუნებრიობის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები გახლავთ ფრანგები: ისინი მარტივად ირგებენ ყველაზემოდურ ვარცხნილობებს და თითქმის უმაკიაჟოდაც ძალიან ლამაზად გამოიყურებიან.

საკუთარი ხრიკები და სილამაზის საიდუმლოებები და ფრანგული მაკიაჟი გაგვიზიარა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მოდურმა პარიზელმა, ჟანა დამასმა.

პარიზელი ქალებისთვის უცხოა ფუნჯების კოლექციის შეგროვება: კლასიკურ, მკვეთრ წითელ პომადასაც კი ისინი თითებით ისვამენ. „ასე ძალიან სექსუალურ, ოდნავ პუდრაშეხებულ ეფექტს ვიღებთ“ – განმარტავს ჟანა.

არავითარი ფანქარი ან ჩრდილი – მაქსიმალური ბუნებრიობა. – ესაა სწორედ ფრანგული მაკიაჟი და მისი ხიბლი.

არაფერია იმაში საგანგაშო, თუ მოხატვის გარეშე წარბები ერთმანეთის იდენტური არ იქნება: თქვენ ხომ ცოცხალი ადამიანი ხართ და არა დახატულ სახიანი მანეკენი. ჟანას აზრით, ერთადერთი საშუალება, რის წასმაც წარბებზე ნამდვილად ღირს – გამჭვირვალე გელია. „მომწონს წარბები და წამწამები როგორც გამოიყურება კოსმეტიკის გარეშე, ამიტომ მე წამწამებს მხოლოდ ვიხვევ, წარბებს კი ვივარცხნი და გელით ვაფიქსირებ“ – გამოტყდა ის.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  როგორ გაიზარდა ბოლო ერთ თვეში კოვიდგარდაცვალების სტატისტიკა დღეში 33-დან 79-მდე – მონაცემებს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები