ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიქალი კატას ტრაგიკული ბედი

ქალი კატას ტრაგიკული ბედი

გარდაიცვალა ქალი კატა, ქალი რომელმაც 80 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა იმისთვის, რომ ქმრის კატას დამსგავსებოდა

ქალი კატა, იგივე  შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ჯო­სე­ლინ ვილ­დენშტე­ი­ნი,  84 წლის ასაკ­ში გარდაიცვალა. სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მე­გო­ბარ­მა მა­მა­კაც­მა, დი­ზა­ი­ნერ­მა ლოიდ კლა­ინ­მა გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, ჯო­სე­ლი­ნის სი­ცო­ცხლე ფილ­ტვის არ­ტე­რი­ის თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ამ შე­ი­წი­რა.

ჯოსელი­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით, რო­მე­ლიც მან კარ­დი­ნა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. სი­ცო­ცხლე­ში მან და­ახ­ლო­ე­ბით 80 პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი და­ხარ­ჯა, რის შე­დე­გა­დაც მისი სახე სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა.

ჯო­სე­ლი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ოჯა­ხი­დან იყო. მისი ცხოვ­რე­ბა 1977 წელს შე­იც­ვა­ლა, რო­დე­საც იგი ამე­რი­კელ მი­ლი­არ­დერს, ალეკ ნ. ვილ­დენშტე­ინს, შეხ­ვდა და შემ­დეგ ცო­ლად გაჰ­ყვა. ალე­კი ცნო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის დი­ლე­რი­სა და ცხე­ნე­ბის მომ­შე­ნებ­ლე­ბის ექ­სპერ­ტის, და­ნი­ელ ვილ­დენშტე­ი­ნის ვაჟი იყო.

გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ჯო­სე­ლინ­მა იგ­რძნო, რომ მის მი­მართ ქმარ­მა ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა. ამის გამო გა­და­წყვი­ტა მის დიდ კა­ტას დამ­სგავ­სე­ბო­და, რო­მელ­საც ალე­კი აღ­მერ­თებ­და. მას გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და ვე­ფხვე­ბი და ლო­მე­ბი, სა­კუ­თარ მა­მულ­ში ფო­ცხვე­რიც კი ჰყავ­და. პირ­ვე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ჯო­სე­ლინ­მა გა­ჩე­რე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო და 80-ზე მეტ­ჯერ მი­მარ­თა პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ას, რაც სა­ერ­თო ჯამ­ში 4 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი და­უჯ­და. თუმ­ცა, ამან მისი ქორ­წი­ნე­ბა ვერ გა­და­არ­ჩი­ნა.

2000 წელს წყვილ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. ალეკ ნ. ვილ­დენშტე­ი­ნი ამ­ბობ­და, რომ გაყ­რის მი­ზე­ზი “კატა-ქა­ლის“ ზედ­მე­ტი ხარ­ჯე­ბი გახ­და კოს­მე­ტი­კურ პრო­ცე­დუ­რებ­ზე, მა­შინ რო­დე­საც თა­ვად ჯო­სე­ლი­ნი ქმრის ღა­ლატს ასა­ხე­ლებ­და მი­ზე­ზად. ჯო­სე­ლი­ნი უარ­ყოფ­და, რომ შე­იც­ვა­ლა გა­რეგ­ნო­ბა, თუმ­ცა მისი ახალ­გაზ­რდო­ბის ფო­ტო­ე­ბი­დან აშ­კა­რად სხვა ქალი გვი­ყუ­რებს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

READ  კანის მოვლა კორეულად
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები