ბოლო დროს ქართული მოდის სამყარო მსოფლიო მწვერვალებს იპყრობს. ყოველდღიურად ვხვდებით ახალ ამბებს, თუ როგორ ბრწყინავენ ქართველი მოდელები ისეთ ღონისძიებებზე, როგორებიცაა, მილანის და პარიზის მოდის კვირეულები
ცოტა ხნის წინ ვენეციისა თუ კანის კინოფესტივალებზე არაერთი ქართველი ვიხილეთ. ქართველები განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ თამო ვაშალომიძეს. დიდი მოწონება დაიმსახურა ნინი ბადურაშვილის გამოჩენამაც წითელ ხალიჩაზე.
დღეს კი პირველად პარიზის მოდის კვირეულზე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდით ნუკი კოშკელიშვილი წარდგება. როგორც ნუკის გავრცელებული ვიდეოდან ვიგებთ, წითელ ხალიჩაზე არა თავად, არამედ “ნუკი კოსმეტიკში” დასაქმებული ქართველი გოგოები გამოვლენ.
“ვიცი, რომ ყველა ელოდებით რას ჩავიცვამ წითელ ხალიჩაზე, რას ვიზამ პაპარაცებთან, მაგრამ მე ცოტათი სხვა გზა ავირჩიე. კარგად ვიცი, რას ნიშნავს კამერების წინ დგომა და რამდენად გმატებს თავდაჯერებულობას, განსაკუთრებით ქალბატონებს. ამიტომ, ეს ადგილი დავუთმე მათ, ვინც ნამდვილად იმსახურებს. ნამდვილი ვარსკვლავები, ნუკი კოსმეტიკის სტენდის კონსულტანტები. გოგოები, რომლებიც გხვდებიან ყველა მოლში, მთელი საქართველოს მასშტაბით. გოგოები, რომლებიც უკვე პარიზში არიან და ემზადებიან ამ დღისთვის.
თავდაჯერებულობა და წარმატება არ იბადება ჩემსავით ვიდეოების გადაღებასა და ლუქების აწყობაში, ის იბადება ყოველდღიურ შრომაში და ეს ძალიან დასაფასებელია. ყველაფერი გამოგივათ, გოგოებო, მარტო თქვენ კი არა, ჩვენს მომხმარებლებსაც, ყველაფერი ყოველთვის გამოგივათ, მთავარია, დაიჯეროთ საკუთარი თავის. ჩვენ გვჯერა თქვენი და იცოდეთ, რომ “ნუკი კოსმეტიკი” ყოველთვის თქვენთან ერთად არის”, – ამბობს ნუკი.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi