ქორწილის ტრადიცია ყველა ქვეყანაში განსხვავებულია,
თუმცა ერთ რამ, რაც მათ აერთიანებთ, ყველგან უცვლელია – ემოციები. სწორედ დაუვიწყარი ემოციების შესაქმნელად ეწყობა ულამაზესი დეკორაციები, ყვავილები, განათებები… ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს არაერთი ცნობილი სახის ქორწილი გაიმართა, რომელთა შესახებაც შემდეგ დიდხანს საუბრობდნენ. სია, რა თქმა უნდა, გრძელია, თუმცა გთავაზობთ რამდენიმე მათგანს და შეფასება კი თქვენთვის მოგვინდია:
გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი
ყველაზე “ახალი” ქორწილი, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობენ, გიორგისა და ელენეს ეკუთვნით. გიორგი მამარდაშვილი საკუთარი ქორწილის დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. ამ მნიშვნელოვან ამბავთან ერთადა.
ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე
გასული წლის 15 ოქტომბერს ხვიჩა იტალიიდან საქართველოში კვიპროსთან მატჩისთვის ჩამოვიდა, 16 ოქტომბერს კი მან და ნიცამ იქორწინეს. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, რომლის სტუმრები მანამდეც ხშირად იყვნენ. მოკრძალებულ საქორწინო წვეულებას სულ 60 ადამიანი, ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაესწრნენ.
ბექა ხოფერია და სოფო ქურდიანი
ბექა ხოფერიასა და სოფო ქურდიანის ზღაპრული ქორწილი სიცილიის ერთ-ერთ შატოში, Castello Xirumi-ში გაიმართა. სიცილიურ ქორწილს საქართველოდან ჩასული სტუმრები ესწრებოდნენ. წყვილმა ამ ულამაზეს დღეს ხელი მოაწერა. პატარძალმა ორი კაბა მოირგო და ამ დღის სამახსოვროდ არაერთი ფოტო და ვიდეოკადრიც შემოინახა.
მასალის გამოყენების პირობები