რეტინოლი უნივერსალური აქტიური ინგრედიენტია, რომელიც ეფექტურად უშლის ხელს ნაოჭების წარმოქმნას, გამონაყარსა და კომედონებს, ასევე, სწრაფი ექსფოლიაციისა და ახალი უჯრედების წარმოქმნის ხარჯზე აახლებს და აახალგაზრდავებს კანს.
C ვიტამინის უმთავრესი დანიშნულება კი კანის ფერის გათანაბრებაა, ამასთან, მას რეტინოლის მსგავსად ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს, თუმცა მისი უმთავრესი დანიშნულება მაინც კანის ამონათებაა. შეიძლება თუ არა მათი ერთად გამოყენება კანის მოვლის რუტინაში?
თითოეული ინგრედიენტის სწორად შედგენილი ფორმულა კანის კონკრეტული პრობლემის დაძლევასა და პრევენციაშიც გვეხმარება, თუმცა მთავარია, ისინი სწორად ჩავსვათ თავის მოვლის რუტინაში, რომ უკურეაქცია არ მივიღოთ.
რეტინოლი – ბევრი პრობლემის ერთი გადაწყვეტა
რეტინოლი რეტინოიდების ერთ-ერთი ჯგუფია, რომელიც A ვიტამინისგან მიიღება. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ინგრედიენტი აკნეს სამკურნალოდ ჯერ კიდევ 1971 წელს დაამტკიცა, თუმცა თავის მოვლის ინდუსტრიაში განსაკუთრებული პოპულარობა მან დაახლოებით ბოლო ათწლეულია მოიპოვა.
ამის მიზეზი კი ინდუსტრიაში მეტი გამჭვირვალობის შეტანა და მომხმარებლის ინფორმირებულობის ზრდაა. პროდუქტის შეძენისას უკვე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მის შემადგენლობას, ვეცნობით კონკრეტულ ინგრედიენტებს და არჩევანს მხოლოდ იმის გამო აღარ ვაკეთებთ, რომ შეფუთვაზე „დაბერების საწინააღმდეგო“ თუ „აკნეს საწინააღმდეგო“ წერია.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით
ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi