ჩაღათაი ულუსოი 35 წლის თურქი მსახიობია, რომელიც საქართველოშიც ტყელეამაყურებლებს ძალიან უყვართ.
ჩაღათაი ულუსოი (Çağatay Ulusoy) თანამედროვე თურქული კინოსა და სატელევიზიო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გავლენიან მსახიობად ითვლება. მისი კარიერა წარმატებით აერთიანებს მოდელობასა და მსახიობობას, ხოლო ეკრანზე შექმნილი მრავალფეროვანი პერსონაჟები მას საერთაშორისო აღიარებას მოუტანა.
ჩაღათაი ულუსოი დაიბადა 1990 წლის 23 სექტემბერს, სტამბოლში. მისი ოჯახი კულტურულად მრავალფეროვანია — ჩაღათაის მამა — ბულგარული წარმოშობის თურქია, რომელიც ბულგარეთიდან თურქეთში წავიდა ემიგრაციაში. დედა კი — ბოსნიური წარმომავლობისაა. მსახიობს ჰყავს უმცროსი ძმა, რომელსაც ატალაი ჰქვია.
ჩაღათაი არა მარტო მსახიობი, არამედ მოდელიცაა, რაშიც მას განსაკუთრებულად უწყობს ხელს საკუთარი სიმაღლე (190 სმ).
მსახიობმა თავისი კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო მოდელობით. 2010 წელს მან მოიგო კონკურსი „თურქეთის საუკეთესო მოდელი“. იმავე წელს გამოცდები ჩააბარა სტამბოლის უნივერსიტეტში, ლანდშაფტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. პარალელურად მან სამსახიობო დაოსტატებაში დაიწყო მომზადება და „35 Buçuk ‘aldıoyunculuk“-ის აკადემიის მხატვრული სასწავლებელის კურსებზეც მოეწყო.
კურსის მასწავლებლები აღნიშნავდნენ მის ნიჭიერებასა და შრომის მოყვარეობაზე. ამასთან, მას შოუ-ბიზნესში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ისინი მართლაც არ შემცდარან.
მისი დებიუტი შედგა 2011 წელს სერიალში „Adını Feriha Koydum“ („მე ფერიჰა დამარქვი“), სადაც ემირ სარაფოღლუს როლი შეასრულა. სერიალმა თურქეთსა და მის ფარგლებს გარეთ უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო ჩაღათაი ულუსოი ახალგაზრდა თაობის კუმირად იქცა. შემდგომ წლებში მსახიობმა არაერთ წარმატებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა.
ჩაღათაი ულუსოის სამსახიობო სტილი გამოირჩევა ემოციური სიღრმითა და ბუნებრივობით. ის წარმატებით ასრულებს როგორც რომანტიკულ, ისე მძიმე ფსიქოლოგიურ და დრამატულ როლებს. კრიტიკოსები განსაკუთრებით აღნიშნავენ მის უნარს — პერსონაჟის შინაგანი სამყაროს ეკრანზე დამაჯერებლად გადმოცემას.
მისი პოპულარობა თურქეთის ფარგლებს გაცდა და დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი თურქი მსახიობია ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
ჩაღათაი რამდნეიმე წლის წინ საქართველოსაც სტუმრობდა და ჩვენი ქვეყნით მოხიბლული დარჩა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi


