ჩირქოვანი გამონაყარის მკურნალობის 8 შინაური საშუალების რეცეპტი

0
17
#image_title

ჩირქოვანი გამონაყარი – სერიოზული პრობლემაა, რომელიც ასევე სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. მათი წარმოქმნის მიზეზები სხვადასხვაა: ჰორმონული ფონის ცვლილებები, უხარისხო კოსმეტიკა, არასწორი კვება… მკურნალობის დაწყება უმჯობესია დასაწყისშივე, რათა თავიდან იქნას აცილებული გართულებები, კერძოდ, ნაწიბურებისა და შრამების სახით. ზოგიერთი ხალხური საშუალება, მედიკამენტებსა და ძვირფას მალამოებზე არანაკლებ შველის გამონაყარს.

ყინული

ჩირქოვანი გამონაყარის მკურნალობის 8 შინაური საშუალების რეცეპტი

ყინულის კუბებს ხშირად იყენებენ კანის პრობლემების დროს. სიცივე შველის ანთებას, აცხრობს ქავილსა და ტკივილს. ყინულის მიდებით, კაპილარების შევიწროების შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქვევა კონკრეტულ ადგილას. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყინული გაკეთებული უნდა იყოს სუფთა წყლისგან. წინაღმდეგ შემთხვევაში დაბინძურებული წყალი უარეს საფრთხეს შეუქმნის კანს.

ყინული შეახვიეთ პირსახოცში და მიიდეთ პრობლემურ ადგილას 1 წუთით. გაიმეორეთ დილა-საღამოს.

ვაშლის ძმარი

ჩირქოვანი გამონაყარის მკურნალობის 8 შინაური საშუალების რეცეპტი

ვაშლის ძმარი კარგად მოქმედებს ცხიმიან კანზე. სწორედ ცხიმის სიჭარბე იწვევს გამონაყარის განვითარებას. გარდა ამისა, ის ასუფთავებს კანის ფორებს და აღადგენს კანის ph- ს. თუმცა შესაძლოა, ძმარმა გამოიწვიოს გაღიზიანებაც. ამის შესამოწმებლად, ძმრიანი ბამბა წაისვით კანის პატარა მონაკვეთზე და 15 წუთში ჩამოიბანეთ. თუ კანი გაწითლებული არ არის, შეგიძლიათ გააგრძელოთ ვაშლის ძმრით მკურნალობა.

პრობიოტიკები

ჩირქოვანი გამონაყარის მკურნალობის 8 შინაური საშუალების რეცეპტი

პრობიოტიკები შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატების სახით. ისინი კლავენ მავნე ბაქტერიებს და აღადგენენ მთელი ორგანიზმის მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. სპეციალური პრეპარატების გარდა შეგიძლიათ მიიღოთ პრობიოტიკების შემცველი პროდუქტები, მაგალითად, იოგურტი, კიტრის მარინადი, დამჟავებული კომბოსტო, ვაშლის ძმარი.

ჩაის ხის ზეთი

ჩირქოვანი გამონაყარის მკურნალობის 8 შინაური საშუალების რეცეპტი

ამ ზეთს აქვს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება. ის აქრობს შეშუპებას და მტკივნეულ შეგრძნებებს. გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად. ერთი-ორი წვეთი ჩაის ხის ზეთი დააწვეთეთ ბამბის ტამპონს და წაისვით კანის დაზიანებულ უბანზე. შეგიძლით გაიჩეროთ მთელი ღამეც, ოღონდ მანამდე დარწმუნდით, ამ მცენარეზე ალერგიული ხომ არ ხართ.

სოდა

ჩირქოვანი გამონაყარის მკურნალობის 8 შინაური საშუალების რეცეპტი

საჭმელი სოდაც აქრობს ანთებას და აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. ანტისეპტიკური მოქმედების გამო შველის შეშუპებას და მცირე ტკივილს. მოამზადეთ სოდის პასტა. ამისათვის შეურიეთ სოდა და სუფთა წყალი თანაბარი პროპორციებით და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 1-2 ჯერ, რათა არ მოხდეს კანის გამოშრობა.

კურკუმა

ჩირქოვანი გამონაყარის მკურნალობის 8 შინაური საშუალების რეცეპტი

კურკუმა არ აღიზიანებს სახის კანს. ის გამოიყენება შეშუპებისა და ტკივილის დროს. აქვს ანტისეპტიკური მოქმედება და ამით შველის ანთებას. მთავარია, კურკუმა გამოიყენოთ სწორად. დაამატეთ ამ საკმაზის ფხვნილს მცირე რაოდენობის წყალი და მიღებული ნარევი დაიდეთ სახეზე 45 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 1-2 ჯერ რამდენიმე დღის მანძილზე.

რაციონის კორექტირება

ჩირქოვანი გამონაყარის მკურნალობის 8 შინაური საშუალების რეცეპტი

არასწორი კვება გამონაყარის წარმოქმნის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. ზოგჯერ ცხიმიანი საკვების ან ციტრუსების მიღების შემდეგ, სახეზე ჩნდება გამონაყარი. თუ ასეთი სახის საკვები სისტემატურად მიიღება, გამონაყარი დიდხანს არ გაივლის. თუ ექიმი ჩათვლის, რომ პრობლემა კვებაშია, მკურნალობა რაციონის ცვლილებით უნდა დაიწყოთ. ეცადეთ, ნახევარფაბრიკატები ახალი ხილითა და ბოსტნეულით შეცვალოთ. შეზღუდეთ ცხიმიანი რძის ნაწარმის მიღება. გამონაყარს ასევე იწვევს შემწვარი საკვები, შოკოლადი, მაგარი ყავა, ტკბილეული…

შეწყვიტეთ გამონაყარზე ნერვიულობა

ჩირქოვანი გამონაყარის მკურნალობის 8 შინაური საშუალების რეცეპტი

ძლიერი სტრესი პირდაპირ უკავშირდება გამონაყარის გაჩენას. სწორედ ძლიერი ღელვა ან გადაღლა ახდენს მუწუკების წარმოქმნის პროვოცირებას. რაც უფრო მეტად ინერვიულებთ თქვენი კანის დეფექტზე, მით მეტად დააზარალებთ თავს. სჯობს, მიმართოთ დროულ მკურნალობას. გამოიყენეთ მხოლოდ შემოწმებული საშუალებები, უმჯობესია დერმატოლოგის დახმარებით. ეცადეთ, თავიდან გამოარკვიოთ გამონაყარის წარმოქმნის მიზეზები.

თქვენ თუ გამოგიყენებიათ ეს საშუალებები? დაგეხმარათ ისინი გამონაყართან ბრძოლაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ