მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი რესპონდენტი ”ცისას” სულისჩამდგმელი ცისა დაუშვილი გახლავთ, რომელმაც თავის შემოქმედებაში ყვავილებს “შთაბერა სული” და ქმნის ნამუშევრებს მათთვის, ვისაც ერთდროულად სურთ – იყვნენ ლამაზები, განსხვავებულები, პრაქტიკულები… ვისაც უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა…
-ცისა, გვიამბეთ თქვენ შესახებ..
– მე ვარ ცისა დაუშვილი, 34 წლის, 2011 წელს დავამთავრე სამხატვრო აკადემიის, მედია-ხელოვნების ფაკულტეტი, მაგრამ ჩემი პროფესიით არ მიმუშავია და ხელსაქმით დავკავდი.
– საიდან იღებს სათავეს თქვენი ჯანოდსნური შემოქმედება?
-დედის დამსახურებით ჩემი სიახლოვე ხელოვნების ჯადოსნურ სფეროსთან ბავშვობიდან დაიწყო. პატარა ასაკიდან ვქარგავდი, ვხატავდი. სტუდენტობის დროს მსურველებს გობელინსაც ვასწავლიდი.
– რატომ სახელწოდება ,,ცისა”?
– მეცხრე წელია რაც „ ცისა „ არსებობს, სახელზე დიდხანს არ მიფიქრია,ჩემი სახელით წარვადგინე.
– თქვენი შემოქმედება დატვირთულია ყვავილებით, გვიამბდეთ ვრცლად, რას აწარმოებთ?
-,,ცისას”ისტორია სტამბულში დაიწყო, სადაც 2011/2017წლებში ვცხოვრობდი. იქ გავიღრმავე ცოდნა და მივაგენი ბრენდის მთავარ ნიშას, ყვავილებს. ვთვლი რომ გამორჩეულია და ფერად სტილს ვთავაზობ მომხმარებელს…
– წარმატებების შესახებ გვიამბეთ, როგორც ვიცი, ამერიკაში იღებდით კონკურსში მონაწილეობას..
– ხშირად ვამბობ, რომ იღბლიანი ვარ. მნიშვნელოვანია, მოხვდე საჭირო დროს,საჭირო ადგილას. სტამბოლში დავეუფლე ფეხსაცმლის კერვას, სასიამოვნო და საინტერესო პროცესია, შემდეგ დავიწყე ჩანთების, ქურთუკების, აქსესუარების შექმნა, საფრანგეთში, ლიონში დაგეგმილი გამოფენის შემდეგ (2017) თბილისს დავუბრუნდი.
ვერ ვიტყვი, რომ ვაქტიურობ გამოფენებზე, დროის სიმცირის გამო, ბოლოს ფესტივალში მიიღო მონაწილეობა ჩემმა კაბამ,რომელიც დამიკვეთეს და მეორე ადგილი ავიღეთ. ბუნებით პერფექციონისტი ვარ, ამიტომ ვთვლი ,რომ დამსახურებულად…
– თქვენი სამომავლო გეგმების შესახებაც გვიამბეთ…
– გეგმებს რაც შეეხება, ორი წლის გოგონა მყავს, ძირითად დროს მასთან ვატარებ, ამიტომ ცალკე სახელოსნო სივრცის გახსნას, ცოტა სამომავლოდ ვგეგმავ, შემდეგ იქნება მაღაზიაც. ჩემი მიზანია უფრო მეტი ნამუშევარი შევქმნა, ბევრად მაშტაბური პროექტები,რომელიც ჩემს სათქმელს იტყვის. ყოველთვის შემიძლია უკეთესი, მაგრამ სულსწრაფი ვარ,რაც ხელს მიშლის.
ავტორი თაკო ფიცხელაური
https://shenipositive.ge/ https://shenisilamaze.ge/
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi