ცურვა საკმაოდ გავრცელებული სპორტია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისათვის. თუმცა ცურვის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ როგორც მისი სარგებელი, ასევე მოსალოდნელი საფრთხეები.
მიმდინარე სტატიაში განხილული იქნება ის წესები, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ სანამ მიჰყვებით ამ სპორტს.
კარგად მოვლილ აუზებში, დატრენინგებულ მომსახურე პერსონალისა და ადეკვატური უსაფრთოების აღჭურვილობის პირობებში, ნაკლებად სავარაუდოა როგორც მიკრობების გავრცელება, ასევე დაზიანებებისა და დახრჩობის ფაქტების არსებობა.
სანამ წყალში შესვლას გადაწყვეტთ, გირჩევთ პატარა გამოძიების ჩატარებას:
გადაამოწმეთ უახლესი ინსპექტირების შედეგები სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებსაიტზე ან ადგილზე.
დარწმუნდით, რომ აუზის დრენაჟი ფსკერზე მოჩანს, დაცული და კარგ მდგომარეობაშია.
მაშველები
მორიგეობისას, მაშველები უნდა იყვენენ მოცურავეებზე ორიენტირებული და მობილიზებული.
თუ ადგილზე არ იმყოფება მაშველი, თავად უნდა გამიოყენოთ სამაშველო რგოლი ან ბოძი.
გაფრთხილება
მოერიდეთ წყალს თუ:
- დიარეით ხართ დაავადებული. გამოჯანმრთელებიდან 2 კვირის მანძილზე ცურვისგან თავი შეიკავეთ.
- გაქვთ ღია ჭრილობა (ოპერაციის ან პირსინგის შედეგად). თუ წყალში მაინც გადაწყვეტთ ჩასვლას, გამოიყენეთ წყალგაუმტარი სახვევები ჭრილობის სრულიად დასაფრად.
- აუზში ჩასვლამდე, მიიღეთ ერთ წუთიანი შხაპი უბრალოდ სხეულზე დაგროვილი ჭუჭყის ჩამოსარეცხად.
- დააკვირდით წყალი რამდენად სუფთაა.
- წყალში ყოფნისას დაუშვებელია მოშარდვა ან წყლის გადაყლაპვა.
- ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ბავშვებს, რადგან მათი წყალში ჩავარდნა წამების ამბავია.
- 20 წამის განმავლობაში იბანეთ ხელები, სანამ მიირთმევთ საჭმელს. თუ დასაბანად წყლისა და საპონის საშუალება არ არის ირგვლივ, გამოიყენეთ ხსნარი სულ ცოტა 60%-იანი ალკოჰოლის შემცველობით.
#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze
მასალის გამოყენების პირობები