ორშაბათი, მარტი 31, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიცხელი შხაპი თუ ცივი? რომელია უმჯობესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ცხელი შხაპი თუ ცივი? რომელია უმჯობესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ცივი შხაპის უპირატესობები

გეხმარებათ დილით გამოფხიზლებაში

როცა სხეულს ცივი წყალი ეხება, მცირედი შოკი გვემართება ხოლმე. ამ შოკის დროს, სინამდვილეში, ორგანიზმში ჟანგბადის დონე, სისხლის მოძრაობის სიჩქარე და გულისცემა იზრდება.

ამშვიდებს კანს ქავილის დროს

მედიცინის დოქტორი ადამ ფრიდმანი ამბობს, რომ თუ კანი გექავებათ ან გაქვთ რაიმე კანის დაავადება, ცივ შხაპს შეუძლია, მოფხანვის სურვილი შეგიმსუბუქოთ.

აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას

სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რატომაც უწევენ ექსპერტები ცივ შხაპს რეკომენდაციას. როცა წყალი კანს და კიდურებს ეხება, სისხლი ქსოვილებში უფრო ღრმად შედის და სხეულის იდეალური ტემპერატურის მისაღწევად, უფრო სწრაფ ტემპში მოძრაობს. ის, ასევე, ანთებით პროცესებს და დაავადებების რისკებს ამცირებს.

ამცირებს კუნთების შეშუპებას ვარჯიშის შემდეგ

ინტენსიური ვარჯიშის ან მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ცივი წყალი კუნთებს მოდუნების და ძალების აღდგენის საშუალებას აძლევს. ამაში მთავარი როლი ცივი წყლის რეგენერაციულ ფუნქციას უჭირავს.

გეხმარებათ წონის დაკლებაში

ორგანიზმში ცხიმი იმ შემთხვევებშიც იწვება, როცა სხეული ცივ პირობებში მოხვდება. ზოგიერთი ცხიმის უჯრედი, როგორიცაა თერმორეგულაციისთვის საჭირო ყავისფერი ცხიმი, სითბოს ცხიმის წვით გამოყოფენ. ასეთი უჯრედები უმეტესად კისრისა და მხრების გარშემოა განთავსებული და შხაპის დროს მთელი დატვირთვაც მათზე მოდის.

კანსა და თმებს ხდის უფრო ბზინვარეს

ჯანმრთელობის ექსპერტი ჟაკლინ შაფერი ამბობს, რომ ცივი წყალი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, შესაბამისად კანს უფრო მეტად ბზინვარეს ხდის. ცხელი წყლისგან განსხვავებით, ცივი წყალი არ აშრობს კანის და თმის დამცავ ბარიერს, შესაბამისად თმაც დროთა განმავლობაში უფრო ძლიერი და ჯანსაღი ხდება.

უპირატესობების გრძელი სიის მიუხედავად, ცივი წყლით შხაპის მიღებას უარყოფითი მხარეებიც აქვს:

ცივი შხაპი შესაძლოა არ იყოს კარგი იდეა, თუკი სხეული გადაცივებულია. ასეთ დროს ორგანიზმს ტემპერატურის დასაბალანსებლად უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწევს.

ასევე, არ ღირს ცივ წყალში ბანაობა, თუ ავად ხართ. ამან, შესაძლოა, თქვენს იმუნურ სისტემას პრობლემები შეუქმნას.

READ  Георгий Пхакадзе: Придется использовать маски и после вакцинации

ცხელი შხაპის უპირატესობები

გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ სარელაქსაციოდ და ადვილად დასაძინებლად ცხელი შხაპი საუკეთესო გამოსავალია. მეცნიერები ამბობენ, რომ ძილის წინ ცხელი შხაპი კუნთების მოდუნებას იწვევს, რადგან ის ააქტიურებს პარასიმპატიკურ ნერვულ სისტემას. ცხელი წყლის უპირატესობებია:

ამსუბუქებს გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადების სიმპტომებს

ცხელ შხაპში დგომა და აბაზანაში დამდგარი ორთქლი ოდითგანვე მიიჩნეოდა გაციებისა და ხველების სიმპტომების ბუნებრივ სამკურნალო საშუალებად. ის ხსნის სასუნთქ გზებს და ათხიერებს ნახველს.

ასუფთავებს კანს

ცხელი წყალი ფორებში ღრმად ჩამჯდარ ჭუჭყსა და ცხიმს აშორებს.

ადუნებს კუნთებს

ცხელი წყალი ხსნის კუნთებში დაღლილობის და სხეულში დაჭიმულობის შეგრძნებას.

მიუხედავად ამისა, მას უარყოფითი ეფექტებიც აქვს. თუმცა, აუცილებელი არა, საერთოდ უარი თქვათ ცხელ შხაპზე, უბრალოდ შეგიძლიათ, ცოტა გააგრილოთ და შემდეგ კანს მოუაროთ.

უარყოფითი მხარეებიდან საყურადღებოა ის, რომ ცხელი წყალი კანს აშრობს და აღიზიანებს. ის აზიანებს კანის დამცველობით ბარიერს — ეპიდერმისს. ასევე, ამწვავებს ზოგიერთ კანის დაავადებას და შესაძლოა, გამოიწვიოს ქავილის შეგრძნებაც. გარდა ამისა, მათთვის, ვისაც მაღალი წნევა ან გულისისძარღვთა დაავადებები აწუხებს, ცხელი შხაპის მიღება რეკომენდებული არაა.

მაინც რომელი სჯობს?

ცხადია, ორივეს — ცხელსაც და ცივ შხაპსაც თავიანთი დადებითი მხარეები აქვს. თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, იდეალურ შემთხვევაში სჯობს, თუ ნელთბილ წყალში იბანავებთ და ნოტიო კანზე დამატენიანებელ კრემს წაისვამთ.

მეორე მიდგომა კი კონტრასტული შხაპის სახელითაა ცნობილი, რომლის დროსაც ერთი წუთის განმავლობაში რაც შეიძლება ცივ წყალში დგახართ, მომდევნო ერთი წუთი კი — რაც შეიძლება ცხელში. ამას კი სამჯერ ან ხუთჯერ იმეორებთ. მარტივად რომ ვთქვათ, ცივი წყლით სისხლძარღვების შევიწროვებისას სისხლის უმეტესი ნაწილი სხეულის სიღრმეში გადაინაცვლებს, ხოლო ცხელი წყალი სისხლძარღვებს გააფართოებს და უფრო ზედაპირზე დაიწყებს მოძრაობას. ამით კუნთებსა და შინაგან ორგანოებს სისხლი თანაბრად მიეწოდება და ქსოვილების აღდგენასა და ტოქსიკური ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოდევნას უწყობთ ხელს. თუმცა, სანამ ამ მეთოდს მიმართავდეთ, სჯობს, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაითვალისწინოთ.

READ  ვინ არ უნდა აიცრას Pfizer-ის ვაქცინით და რატომ? - პროფესორი გიორგი ფხაკაძე განმარტავს

წყარო: https://on.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ყველაზე ტრენდულ შოკოლადში ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობები აღმოაჩინეს – რა ნივთიერებებს მიაკვლიეს „დუბაის შოკოლადში“

ყველაზე ტრენდულ შოკოლადში ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობები აღმოაჩინეს – რა ნივთიერებებს მიაკვლიეს „დუბაის შოკოლადში“

მარტი 31, 2025
როდისაა იდეალური დრო ჯეჯილის დასათესად

როდისაა იდეალური დრო ჯეჯილის დასათესად

31 მარტი 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი? – სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს

როდის და როგორ დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი? – სწორედ დროა შეუდგეთ სამზადისს

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

გგონია, უბრალოდ ჭარბად ჭამ? ეს შეიძლება კვებითი აშლილობა იყოს!

მარტი 30, 2025
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

29 მარტი 2025
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — ნახეთ, რა სახის ნარკოტიკი ამოიღო შსს-მ

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — ნახეთ, რა სახის ნარკოტიკი ამოიღო შსს-მ

მარტი 31, 2025
მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მინის ალტერნატივა, რომელიც პლასტმასს ჩაანაცვლებს — გამჭვირვალე ხე ბიომასალით

მარტი 30, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები