3 სასარგებლო რჩევა წარმატებული ადამიანებისგან

0
121
#image_title

 3 სასარგებლო ჩვევა, რომლებსაც წარმატებული ადამიანები ყოველდღიურად იცავენ და სხვებსაც იმავეს ურჩევენ

მიიღეთ წარმატებული ადამინების რჩევები და თქვენი ცხოვრება შეცვალეთ პოზიტიურ ჭრილში. ბევრმა ცნობილმა ადამიანმა იმისათვის, რომ წარმატებისათვის მიეღწია, არაერთი ჩვევა და წესი შეიმუშავა. ამ წესების დახმარებით კი, საკუთარ მიზნებთან და ოცნებებთან მისვლა შეძლეს და მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს. დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან წესს, რომლებსაც წარმატებული ადამიანები ყოველდღიურად იცავენ.

დილით ადრე გაღვიძება

დილა მთელი დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პროდუქტიული მონაკვეთია. ამიტომაც, წარმატებული ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეს დრო საქმიანად გამოიყენონ. მაგალითად, Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი დილის 4:30 საათზე დგება. ჯეკ დორსი, Twitter-ის შემქმნელი – 5:30 საათზე. ცნობილი ადამიანები ხშირად საუბრობენ, რომ დილით ადრე გაღვიძება მათი ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. დადასტურებულია, რომ ადრე გაღვიძება ორგანიზმზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ადამიანი მთელი დღის განმავლობაში თავს ენერგიულად და მხნედ გრძნობს.

ექიმები გვირჩევენ, რომ ძილს 7-9 საათი დავუთმოთ. დასაძინებლად კი 22:00-დან 23:00 საათამდე მონაკვეთში წავიდეთ. მშვიდი ძილისათვის მნიშვნელოვანია, რომ გვიან არ ვჭამოთ და არც დავლიოთ.

დღის მკაფიო გეგმის შედგენა

ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომ დღე პროდუქტიულად გაატაროთ, ბევრი რამ მოასწროთ და დრო ყველაფრისთვის გეყოთ – საქმისთვისაც და დასვენებისთვისაც. რა თქმა უნდა, ყველა დეტალის გაწერა რთულია და გაუთვალისწინებელი რაღაცებიც ხდება, თუმცა წინასწარ გარკვეული ამოცანების დასახვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დილის რუტინა თავის მოვლის თვალსაზრისით

შხაპის მიღება, სახის კანის გასუფთავება, დატენიანება, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება – ეს და კიდევ სხვა სასურველი რუტინა, რომლებსაც დილით მიმართავთ, დაგეხმარებათ, დაისვენოთ, განიტვირთოთ და ენერგიით შეივსოთ.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ