პარასკევი, თებერვალი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიწმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი

შპს წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ჩამოყალიბდა ორი ცნობილი კლინიკის, ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალის და წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის გაერთიანების შედეგად.

შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი გაიხსნა ქ. თბილისში გორგასლის ქ. #95 ში 1979 წელს, მას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი ცნობილი პიროვნება ბატონი ნიკოლოზ ბარნოვი. 2007 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო მრავალპროფილური ჰოსპიტალი გადავიდა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში.

წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლი დაფუძნდა ქ. თბილისში თარხნიშვილისქ #4-ში მდებარე პლატონ შუშანიას სახელობის #3 სამშობიარო სახლის ბაზაზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ს ლოცვა კურთხევით. სამშობიარო სახლის ბაზაზე ფუნქციონირებდა თსსუ სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრა, რომელსაც უდიდესი როლი მიუძღვის სამეანო-გინეკოლოგიურ დარგის განვითარებასა და კადრების აღზრდაში.

2012 წლის 10 ოქტომბერს ორი კლინიკა გაერთიანდა და დაერქვა შპს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, ეს არის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და დაკომპლექტებულია მაღვალკვალიფიციური კადრებით.

სამედიცინო ცენტრს ხელმძღვანელობს ვეფხვია ოდიშარია.

ცენტრთან თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანია, ქალაქის მერია და რაიონული გამგეობები.

კლინიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

ამბულატორიული დეპარტამენტი: (თერაპევტი, ალერგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ქალთა კონსულტაცია, ოფთალმოლოგი, ყელ–ყურ–ცხვირის სპეციალისტი); გადაუდებელი ამბულატორია; დიაგნოსტიკის დეპარტამენტი (ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია).

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
მეხსიერების გაუარესება – რა უნდა იცოდეთ და როგორ შეიძლება მისი პრევენცია

მეხსიერების გაუარესება – რა უნდა იცოდეთ და როგორ შეიძლება მისი პრევენცია

თებერვალი 20, 2025
„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ – ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

„ყოვლისშემძლე რომ ვიყო, ყველა ბავშვი იქნებოდა ჯანმრთელი და უდარდელი…“ – ნანა სტამბოლიშვილი პირადსა და კარიერაზე

19 თებერვალი 2025
როგორ დავუკავშიროთ სამზარეულოს წინსაფარი სამუშაო ზედაპირს

როგორ დავუკავშიროთ სამზარეულოს წინსაფარი სამუშაო ზედაპირს

თებერვალი 20, 2025
ყავა და წყალი – რატომ უნდა მივაყოლოთ ყავას წყალი

ყავა და წყალი – რატომ უნდა მივაყოლოთ ყავას წყალი

თებერვალი 20, 2025
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს

14 თებერვალი 2025
სოფელი ბოჭორნა – ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი მთელ ევროპაში

სოფელი ბოჭორნა – ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი მთელ ევროპაში

თებერვალი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა გავლენას ახდენს თევზის კვების რაციონში შეტანა ადამიანის ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს თევზის კვების რაციონში შეტანა ადამიანის ჯანმრთელობაზე

თებერვალი 20, 2025
სეზონური მოგზაურობის იდეები – საუკეთესო მიმართულებები წელიწადის ყველა დროისთვის

სეზონური მოგზაურობის იდეები – საუკეთესო მიმართულებები წელიწადის ყველა დროისთვის

20 თებერვალი 2025
სადგურის მოედანი —ისტორია, არქიტექტურა და თანამედროვე მნიშვნელობა

სადგურის მოედანი —ისტორია, არქიტექტურა და თანამედროვე მნიშვნელობა

თებერვალი 20, 2025
Microsoft-მა Xbox-ისთვის AI მოდელი Muse წარმოადგინა

Microsoft-მა Xbox-ისთვის AI მოდელი Muse წარმოადგინა

თებერვალი 20, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები