პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიჭარბი ოფლიანობის გამომწვევი მიზეზები

ჭარბი ოფლიანობის გამომწვევი მიზეზები

რა შემთხვევაში ჭარბი ოფლიანობის მიზეზების დადგენა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებს იდიოპათიურ ოფლიანობას უწოდებენ. მისი მიზეზი გარკვეული გენეტიკური განწყობაა.

 

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ იდიოპათიური (დაუდგენელი მიზეზით) ჭარბი ოფლიანობის მქონე პირთა 50%-ს ოჯახური ისტორია აქვს – ჭარბი ოფლიანობა აღენიშნება ერთ-ერთ მშობელს მაინც. ოფლიანობის ასეთი სახე იწყება სქესობრივი მომწიფების ასაკში. მტევნებისა და ტერფების ოფლიანობა შეიძლება უფრო ადრეც გამოვლინდეს.გიზიარებთ რჩევებს, რა უნდა გააკეთოთ ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში.

 

ხშირად იბანავეთ, რათა გამოყოფილი ოფლისუნის ან კანის გაღიზიანების მიზეზი არ გახდეს;
შეაჩერეთ ჭარბი ოფლიანობაგამოიყენეთსათანადოდ შერჩეული დეოდორანტები დაანტიპერსპირანტები, მათი შიგთავსი კანზედაიტანეთ ძილის წინ, რათა გაზარდოთ ეფექტიდა შეამციროთ კანის გაღიზიანების შანსი;
ვარჯიშის დროს ოფლიანობისასჩაიცვითმხოლოდ ბუნებრივი მასალისაგან დამზადებულისპორტული ტანსაცმელი, გარეცხეთ ტანსაცმელიყოველი ვარჯიშის შემდეგ, ხშირად გამოიცვალეთფეხსაცმელი, გამოიყენეთ ტერფის ოფლიანობისშესამცირებელი საშუალებები;
სამსახურში ოფლიანობისასსტრესულსიტუაციებში დამატებით გამოიყენეთდეოდორანტი და ანტიპერსპირანტი შუადღესაც. ეცადეთ სხეულს მხოლოდ ბუნებრივიტანსაცმელი ეხებოდეს, აირიდეთ ქსოვილი, რომელიც სხეულის გადახურებას უწყობს ხელს. ყოველთვის თან გქონდეთ ცხვირსახოცი, რომლითაც უცებ, შეუმჩნევლად გაიმშრალებთმტევნებს. ლანჩის დროს არ მიიღოთ საკვები, რომელიც ოფლიანობას განაპირობებსპილპილი, ნიორი.
ტანსაცმელმა ოფლიანობა რომ არ გააძლიეროსშეძენისას დააკვირდით ქსოვილს, აირჩიეთბუნებრივი მასალა. ეცადეთ ტანსაცმელი არ იყოსერთი ფერის, რადგანაც ასეთ ქსოვილზე კარგადჩანს გამოყოფილი ოფლი, ჭრელი ქსოვილი კიმალავს მას. ფეხსაცმელი კარგად უნდაატარებდეს ჰაერს. სასურველი არ არის ქუდისდახურება, ეს ამცირებს თავის გაგრილებას დააძლიერებს ოფლიანობას. დატვირთული დღისდროს თან იქონიეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი.

 

ამ ყველაფერთან ერთად არსებობს სხვა უფრო სერიოზული მკურნალობის მეთოდებიც, მაგალითად სპეციალური დეოდორანტები, იონოფორეზი, მედიკამენტები, ბოლო ეტაპი კი ქირურგიული ჩარევაა, რომლის არსიც გახლავთ იღლიის საოფლე ჯირკვლების ამოკვეთა. პროცედურა მარტივია, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ამბულატორიული ჩარევით.

READ  ცხიმიანი თმის მოვლის რუტინა - ბლოგი, რომელიც შენთვის დაიწერა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია #shenisilamaze.ge

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები