ორშაბათი, ივნისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი ,,ikani" ექსპორტისთვის ემზადება - ინტერვიუ გიორგი სანებლიძესთან

ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი ,,ikani” ექსპორტისთვის ემზადება – ინტერვიუ გიორგი სანებლიძესთან

მედიაჰოლდინგი „შენი“ ამჯერად მოგითხრობთ საკმაოდ ცნობილ ბრენდზე ,,ikani”

რომელიც  ვერცხლის ხელნაკეთ სამკაულებს აწარმოებს  ბუნებრივი ქვებით. როგორც მამაკაცებისათვის, ისე ქალბატონებისთვის.

ბრენდი არ მუშაობს ინდივიდუალურ შეკვეთებზე, მხოლოდ საკუთარი დიზაინით ამზადებს სამკაულს და გარდა ინტერნეტ პლატფორმისა, მაღაზიებშიც სთავაზობს კლიენტებს თავის გემოვნებიან პროდუქციას, თბილისსა და ბათუმში- რამდენიმე მისამართზე.

ბრენდი  მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად ემზადება. ამ და სხვა საინტერესო თემებზე “ikani”-ს დამფუძნებელს, გიორგი სანებლიძეს ვესაუბრეთ. გთავაზობთ ინტერვიუს:

– თქვენი პროდუქციის შესახებ გვიამბეთ.

-ეს არის სრულიად ხელნაკეთი ვერცხლის სამკაული ბუნებრივი ქვევით.

ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი ,,ikani” ექსპორტისთვის ემზადება – ინტერვიუ გიორგი სანებლიძესთან | შენი სილამაზე

– საიდან გაგიჩნდათ იდეა?

– ღამე ვფიქრობდი – რა საქმე იქნებოდა ისეთი,  რასაც თან სიამოვნებით გავაკეთებდი და თან ბიზნესად ვაქცევდი და ეს იდეა მომივიდა, როგორც კი გავიღვიძე, დილით წავედი და ინსტრუმენტები და საიუველირო მაგიდა ვიყიდე, ბევრი არ მიფიქრია.

ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი ,,ikani” ექსპორტისთვის ემზადება – ინტერვიუ გიორგი სანებლიძესთან | შენი სილამაზე

– რატომ სახელწოდება ,,იკანი’’?

-არ იშიფრება, უბრალოდ ,,იკანი’’

– რთული გზა გამოიარეთ?

-ვერ ვიტყოდი, ვფიქრობ იმდენად განსხვავებული სტილი და სამკაული შევქმენი, თავიდავნე ვგრძნობდი, რომ ამ სფეროში ჩემი ბრენდი თავის ადგილსა და იმიჯს იმკვიდრებდა, დანარჩენი დროის, დაუზარელი და ყოველდღიური მუშაობის ამბავია, დიდი ბრენდები 1 დღეში არ იქმნება.

ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი ,,ikani” ექსპორტისთვის ემზადება – ინტერვიუ გიორგი სანებლიძესთან | შენი სილამაზე

 

–  მხოლოდ თქვენი დიზაინით იქმნება სამკაულები? თუ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებთ?

-არა, ,,ikani”-ის ყველა პროდუქტი მხოლოდ  ჩემი დიზაინით იქმნება. რაც შეეხება  იდივიდუალურ შეკვეთებს- არ ვიღებთ. ფასებს რაც შეეხება, ეს თვითონ მომხმარებელმა განსაჯოს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მისაღები.

 

ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი ,,ikani” ექსპორტისთვის ემზადება – ინტერვიუ გიორგი სანებლიძესთან | შენი სილამაზე

– სადაა ხელმისაწვდომი თქვენი ნივთების შეძენა?

-ამჯერად 4 ფილიალი გვაქვს, ბათუმის „გრანდ მოლში“, საბურთალოს „სითი მოლში“, გლდანის „სითი მოლში“ და ყაზბეგზე, online შეძენაც შეიძლება.

ქართული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი ,,ikani” ექსპორტისთვის ემზადება – ინტერვიუ გიორგი სანებლიძესთან | შენი სილამაზე

-არის თუ არა კონკურენტული ბაზარი?

– ძალიან ბევრი სამკაულის მაღაზიაა, შესაბამისად კონკურენციაც დიდია, თუმცა ვფიქრობ, ბაზარზე ერთ-ერთი საკმაოდ კონკურენტუნარიანი ბრენდი ვართ. და ფასებიც ვფიქრობ მომხმარებისთვის მისაღები გვაქვს.

READ  ფიტნეს ტრეკერების პოპულარობის საიდუმლო – რატომ გაიზარდა ფიტნეს ტრეკერების პოპულარობა

– სამომავლო გეგმების შესახებ …

-საზღვარგარეთ გატანის რამდენიმე მცდელობა გვქონდა უკვე, ჯერჯერობით წარუმატებელი, მაგრამ როგორც ამბობენ წარუმატებელი მცდელობების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ, ასე რომ ეხლაც მოლაპარაკებების პროცესში ვართ, სხვა ქვეყნებთან და როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში გაფართოვების მცდელობას არ შევწყვეტთ .

-წარმატებებს გისურვებთ.

ავტორი – თამარ ფიცხელაური

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები