კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიუსაფრთხო მომსახურებაჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სერვისებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლებენ.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრი გაიხსნა, სადაც სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით მოქალაქეები სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ.
ახლად გახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილესთან თამარ ბარკალაიასთან ერთად დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით, ერთი ფანჯრის პრინციპით, 15 მომსახურების ცენტრი გაიხსნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  მიცერაული წყალი-სწორად გამოყენების წესები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები