ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგაიცანით მომავლის ჯეიმს ბონდი

გაიცანით მომავლის ჯეიმს ბონდი

“მომავლის ჯეიმს ბონდი” – პირს ბროსნანის 23 წლის ვაჟი სოციალური მედიის ახალი ვარსკვლავია და მას ცნობილ მამას უამრავი ადამიანი ადარებს 

ჯეიმს ბონდი ახალ თაობაში, ასე აფასებენ და ხედავენ პირს ბროსნანის 23 წლის ვაჟს. პერისი სოციალური მედიის ახალი ვარსკვლავია და უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ბიჭს ვარსკვლავ მამას ადარებენ.

23 წლის ახალგაზრდა საკუთარ ძალებს სამოდელო ბიზნესში სცდის. თუმცა, პირს ბროსნანის გულშემატკივრები ამბობენ, რომ მას ჯეიმს ბონდის როლში ხედავენ და სამსახიობო კარიერასაც უწინასწარმეტყველებენ. პერისი არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს და სარეკლამო გადაღებებშიც იღებს მონაწილეობას. 2019 წელს ის ლონდონის მოდის კვირეულზე გამოჩნდა. 2022 წელს კი GQ magazine-თვის მამასთან და ძმასთან ერთად გადაღებაში მიიღო მონაწილეობა.

გაიცანით მომავლის ჯეიმს ბონდი | შენი სილამაზე

ცოტა ხნის წინ, 23 წლის მოდელმა ინსტაგრამზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელმაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა. გულშემატკივრები წერდნენ: “მამის ზუსტი ასლია”, “ძალიან სიმპათიურია”, “ყველაფერი საუკეთესო, რაც მამას აქვს, მემკვიდრეობით ერგო”, “მომავლის ჯეიმს ბონდი” – ეს და მსგავსი არაერთი კომენტარი დაიწერა. გულშემატკივართა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც პერისი დედას მიამსგავსა და კომპლიმენტები არ დაიშურა.

 

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  VIDEO: „გახსოვდეთ, სულ უნდა იყოთ კარგ ხასიათზე“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები