ჰეილი ბიბერის კოსმეტიკისა და კანის მოვლის ბრენდი rhode ბიუჯეტური მაკიაჟის გიგანტმა, e.l.f. Beauty-მ ისტორიული შეთანხმების ფარგლებში 1 მილიარდ დოლარად შეიძინა.
ჰეილი ბიბერი 27 წლის ასაკში კომპანიაში მთავარი კრეატიული დირექტორისა და ინოვაციების ხელმძღვანელის პოზიციას შეინარჩუნებს.
ჰეილი ბიბერმა Rhode-ი 2022 წლის ზაფხულში ლოს-ანჯელესში დააფუძნა და პოპულარობა მცირე ხანში, ნაწილობრივ მისი ცნობადობიდან გამომდინარე, მოიპოვა. Rhode-ის თანადამფუძნებლებს შორის არიან კინორეჟისორი და ბიზნესმენი მაიკლ რეტნერი და მისი მეუღლე ლორენ რეტნერი. 2025 წლის მარტის ჩათვლით, Rhode-ის გაყიდვებმა $212 მილიონს მიაღწია.
ჰეილი ბოლდუინი მსახიობ სტივენ ბოლდუინის და გრაფიკული დიზაინერის კენიელი დეოდატო ბოლდუინის ოჯახში დაიბადა. ჰეილის პირველი კარიერული მისწრაფება გახლდათ ბალეტი, თუმცა ის მალევე დასრულდა ფეხზე მიღებული ტრავმის გამო.
ჰეილი ბიბერი და ჯასტინ ბიბერი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილია.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi