10 შეცდომა, რომელსაც გოგოები სახის მოვლის დროს უშვებენ

0
28
#image_title

კანის მოვლა ჩვევად უნდა იქცეს. ისევე, როგორც კბილების გახეხვა. მაგრამ, მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორად აკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მცდელობა უშედეგო იქნება. წარმოგიდგენთ ექსპერტის აზრებს თუ რას აკეთებენ გოგონები სახის მოვლის რუტინის შესრულებისას შეცდომით.

 

სახისთვის განკუთვნილი პროდუქტების გამოყენება თვალების ქვეშ არსებული კანისთვის

საქმე იმაშია, რომ თვალის გარშემო კანი ძალიან თხელია და ცხიმოვანი ჯირკვლებისგან მოკლებულია. ამიტომაც, მასზე სახის პროდუქტების გამოყენებით, ვტვირთავთ და დამატებით ვაშრობთ იმ ინგრედიენტებით, რომლებიც სახის კრემების შემადგენლობაშია. იდეალურ შემთხვევაში თვალის გარშემო არსებული კანისთვის განკუთვნილმა კრემმა ის უნდა დაატენიანოს და გამოკვებოს, ასევე, გაუმკლავდეს ინდივიდუალურ პრობლემებს, როგორებიცაა მუქი წრეები და ტონუსის მიცემა.

 

თვალის გარშემო არსებულ კანზე გელის ან კრემის სქელ ფენად წასმა

თვალის პროდუქტის გამოყენება მინიმალურ დონეზე უნდა მოხდეს, თხელ ფენად და არა ზეწოლის მოხდენით. სისხლის მიმოქცევა აქ კანთან ძალიან ახლოსაა.

კანის აგრესიული გაწმენდის პრაქტიკა ყოველდღე

10 შეცდომა, რომელსაც გოგოები სახის მოვლის დროს უშვებენ

მაგალითად, თუ ყოველდღე დაბანის შემდეგ იყენებთ სკრაბს, პილინგს ან გამწმენდ ნიღაბს, ასეთი ყოველდღიური პროცედურები ეპიდერმულ ბარიერს დაგირღვევთ, რომელიც კანს გარე გამღიზიანებლებისგან იცავს. ღრმა გაწმენდას შეგიძლიათ მიმართოთ კვირაში 1-2-ჯერ, მაგრამ არა ყოველ დღე.

მაკიაჟის ტონიკით ჩამობანა

ტონიკი ან ტონერი გაწმენდის მერე უნდა დაიდოთ, ის ფორებს ავიწროვებს და კანს აღადგენს. დეკორატიული კოსმეტიკის ტონიკით მოშორებით, დაბინძურებას ავრცელებთ და ფორებს ხურავთ. შედეგად სახეზე აკნე და ანთება წარმოიშვება. ტონიკი მხოლოდ და მხოლოდ გაწმენდის შემდეგ გამოიყენება და სუფთა კანზე იდება.

 

შრატის კრემთან არევა და სახეზე დადება

10 შეცდომა, რომელსაც გოგოები სახის მოვლის დროს უშვებენ

საქმე იმაშია, რომ ყველა ეს მოვლა ფენებად უნდა დაიდოთ. შრატი მაგალითად, კანის უფრო ღრმა ფენაში იჭრება და იქ მუშაობს, კრემი კი ზედაპირზე რჩება და გარე ფაქტორებისგან იცავს მას.

 

ძილის წინ სახეზე დეკორატიული კოსმეტიკის მოუშორებლობა

ტონალური კრემი, ჰაილაითერი და პუდრა ღამით კანის ცხიმთან ირევა და ფორების დახურვასთან და ანთებასთან მივყავართ. ასევე, ირღვევა აღდგენის პროცესი: ღამით კანი უნდა აღდგეს, კოსმეტიკა კი ამაში ხელს უშლის. შედეგად ვიღებთ არასასურველ სახის ფერს და ნაოჭებს.

 

ღრმა ქმედებისთვის განკუთვნილი პროდუქტების ყოველდღიური გამოყენება

შრატები კონცენტრირებული ინგრედიენტების მიქსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ წელიწადში რამდენჯერმე სპეციალური კურსით. აჯობებს, კოსმეტოლოგთან კონსულტაციის შემდეგ. ახლა, ზოგიერთი მწარმოებელი შრატს ნეიტრალური შემადგენლობით, ყოველდღიური გამოყენებისთვის უშვებს. ამ შემთხვევაში პროდუქტი წელიწადში 365 დღეზეა გათვლილი.

 

ნიღბების იმაზე დიდხანს გაჩერება, ვიდრე ინსტრუქციაშია მითითებული. ნიღბით ძილი ან საუბარი.

ყველა ნიღაბს თავისი მოქმედების პერიოდი აქვს. მაგალითად, თიხის მოქმედებებს 10-15 წთ – გამოდევნის ტოქსინებს და დაბინძურებას. 20 წუთის შემდეგ კი მოქმედებას წყვეტს და შეიძლება სუფთა და ღია ფორებში უკან “ჩაუვარდეს” ყველაფერი, რაც მოაგროვა. ზოგიერთი 30 წუთის შემდეგ უკვე გაღიზიანებას იწვევს.

სჯობს მიყვეთ ინსტრუქციას და მითითებული დროის მიხედვით იმოქმედოთ. ასევე, აჯობებს ნიღაბის დადების შემდეგ ჰორიზონტალური მდგომარეობა მიიღოთ, სახის კუნთები მოადუნოთ, არ ისაუბროთ ტელეფონზე და დაისვენოთ. ნუ დაიძინებთ ნიღბით, რომელსაც ყუთე აწერია: “მოიხსენით/ჩამოიბანეთ 15 წთ-ში”.

 

პროდუქტების დადება პიპეტით, მისი კანთან შეხება

10 შეცდომა, რომელსაც გოგოები სახის მოვლის დროს უშვებენ

საქმე იმაშია, რომ პიპეტები შექმნილია იმისთვის,რომ კანთან კონტაქტი უფრო მინიმალური გახდეს. კანზე 3000-მდე ბაქტერიაა და რაც უფრო ნაკლები პროდუქტი შეხება, მით უფრო შენარჩუნდება დამცავი ბალანსი. სჯობს პროდუქტი ხელზე დაიდოთ და შემდეგ გაავრცელოთ სახეზე.

 

მოვლის არარეგულარული გამოყენება

მნიშვნელოვანია ყოველდღე, დილით და საღამოს გაისუფთაოთ კანი და დაიტენიანოთ. მსგავსი რუტინა კანის და უჯრედების ახალგაზრდულობას გაგიხანგრძლივებთ. არ შეიძლება გაიაროთ გარკვეული კურსი კოსმეტოლოგთან და შემდეგ მოდუნდეთ და აღარაფერი აკეთოთ. ნუ გამოტოვებთ დატენიანებას ღამით.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ