ყავა მხოლოდ გემრიელი სასმელი კი არა, შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაცაა.
ყავის მარცვლებისგან შეგიძლიათ სახისა და სხეულის ნიღბები და სკრაბები მოამზადოთ. ყავის მარცვლებს გამწმენდი და მატონიზირებელი თვისებები აქვთ, ხოლო ყავის ნალექის ნიღბები დაგეხმარებათ კანის მოვლა ნამდვილ SPA პროცედურად გადააკეთოთ. გთავაზობთ ყავის ნიღბების რეცეპტებს, რომლების დამზადება სახლშიც მარტივად შეგიძლიათ!
აქამდე არ იცოდით როგორ გავაკეთოთ ყავის სკრაბი? ეს მარტივი რეცეპტი ჩაინიშნეთ:
ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ზეთი და ყავის ნალექი. მიღებულ მასას ცოტაოდენი დარიჩინი და მარილი დაამატეთ და ნიღაბი სახეზე და კისერზე შეიზილეთ.
10 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი მალამო წაისვით. ამ რეცეპტით მომზადებული ყავის ნიღაბი აკნესთვის ძალიან ეფექტურია – შესანიშნავად ასუფთავებს ფორებს.
სახის კანის მკვებავი ნიღაბი ყავის ნალექისგან
1 დესერტის კოვზი ყავის ნალექი და იგივე რაოდენობის არაჟანი ერთმანეთში აურიეთ. ამ მასას 5 მლ ზეთი დაუმატეთ და მიღებული ნარევი სახეზე წაისვით.
10 წუთის შემდეგ ნიღაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ რეცეპტით მომზადებული ყავის ნიღაბი მშრალი კანისთვის და ნორმალური კანისთვის გამოიყენეთ.
ყავის ნიღაბი კანის დაბერების წინააღმდეგ
3 ს.კ. გამდნარ თაფლს შეურიეთ 1 ჩ.კ. დაფქული ყავა და მიღებული მასა სახეზე წაისვით.
25 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მასალის გამოყენების პირობები