3 წერტილი სხეულზე, რომლებზე ზემოქმედებითაც შეძლებ სტრესის მოხსნასა და ენერგიის აღდგენას

0
13
#image_title

ხშირ შემთხვევაში, როცა კლასიკური მედიცინის მეთოდები და სამკურნალო პრეპარატები ნაკლები შედეგის მომტანია, გაცილებით მეტი ეფექტურობით გამოირჩევა მანუალური თერაპია. ორგანიზმში არსებობს წერტილები, რომლებზე ზემოქმედებით შესაძლებელია როგორც ტკივილის მოხსნა, ასევე სხვადასხვა დადებითი სამკურნალო შედეგის მიღება. კერძოდ, არსებობს სამი წერტილი ორგანიზმში, რომელთა დამასაჟებით მოგეხსნებათ სტრესი და გაგიათმაგდებათ ენერგია.

3 წერტილი სხეულზე, რომლებზე ზემოქმედებითაც შეძლებ სტრესის მოხსნასა და ენერგიის აღდგენას

მეთოდიკა

  1. პირველ რიგში უნდა მოძებნო ორი წყვილი წერტილი, რომლებიც ლავიწის ძვლის ქვეშ მდებარეობს. ამ პროცესის გაიოლების მიზნით მხრები წინ წამოსწიე, რათა ლავიწები მაღლა ამოვიდეს.

3 წერტილი სხეულზე, რომლებზე ზემოქმედებითაც შეძლებ სტრესის მოხსნასა და ენერგიის აღდგენას

2. ახლა მარჯვენა ხელის გული მიაჭირე მუცელს ჭიპის მიდამოში. მარცხენა ხელის შუა და დიდი თითები კი მიაჭირე ლავიწების ქვეშ ნაპოვნ წერტილებს.

3 წერტილი სხეულზე, რომლებზე ზემოქმედებითაც შეძლებ სტრესის მოხსნასა და ენერგიის აღდგენას

3. ხელის გულითა და თითებით შეასრულე წრიული მოძრაობები იმ მიმართულებით, რომელიც შენთვის არის მოსახერხებელი. მიჭერას სჭირდება ძალის დატანება, თუმცა არა ისეთი სიძლიერის, რომ რაიმე დაიზიანო. შეასრულე 10-30 ასეთი წრიული მოძრაობა.

4. შემდეგ შეცვალე ხელების მდებარეობა და გააგრძელე იგივე.

3 წერტილი სხეულზე, რომლებზე ზემოქმედებითაც შეძლებ სტრესის მოხსნასა და ენერგიის აღდგენას

ენერგიულობისა და მხნეობის შეძენის გარდა ამ მეთოდს აქვს სხვა უპირატესობებიც. მაგალითად, დიდი ხნის ჯდომის ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხსნის დაძაბულობას სხეულის ქვედა ნაწილში, ხელს უწყობს უმოძრაო ცხოვრების წესის შედეგად დარღვეული ტანმედეგობის აღდგენას, ასევე ყელისა და სახის კანის დაჭიმვას.

3 წერტილი სხეულზე, რომლებზე ზემოქმედებითაც შეძლებ სტრესის მოხსნასა და ენერგიის აღდგენას

აუცილებლად სცადეთ! სულ ათი წუთი და თქვენ ახალ ადამიანად დაიბადებით!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ