შაბათი, მაისი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი5 მითი გელ-ლაკის შესახებ

5 მითი გელ-ლაკის შესახებ

იწვევს მიჩვევას, აფუჭებს ფრჩხილებს, მავნეა – ეს და კიდევ სხვა უამრავი ნეგატიური თვისებები, რომელსაც მიაწერენ გელ-ლაკს. 

აქედან ყველაზე გავრცელებული მითები  გახლავთ:

1) არ შეიძლება მუდმივად გელ-ლაკის ტარება, ფრჩხილებმა უნდა ისუნთქონ.

რეალობა: სინამდვილეში ფჩხილის საფარი შედგება „მკვდარი“ უჯრედებისგან, რომლებიც არ „სუნთქავენ“, ამიტომ გელ-ლაკის ტარება შესაძლებელია შესვენების გარეშე.

2) გელ-ლაკი ათხელებს ფრჩხილებს.

რეალობა: ფრჩხილებს ათხელებს არასწორად გამოყენებული ფრეზერის აპარატი ან ქლიბი, როდესაც იქლიბება ფრჩხილის ზედაპირის საფარი გახაოებისას ან გელ-ლაკის მოხსნის დროს.

3) გელ-ლაკი აფუჭებს ფრჩხილებს – მის გამო ფრჩხილები ტყდება და ყვითლდება.

რეალობა: სინამდვილეში შესაძლებელია ფრჩხილები იმტვრეოდეს, ან გაყვითლდეს კიდეც, ოღონდ თუ გელ-ლაკი ტექნიკურად არასწორად, არათანმიმდევრულად არის წასმული და პიგმენტი ჯდება ფრჩხილში.

5 მითი გელ-ლაკის შესახებ | შენი სილამაზე

4) სახიფათოა ფრჩხილების გაშრობა ულტრაიისფერ ნათურაში.

რეალობა: ნათურაში გამოყოფილი UV სხივების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია იმაზე, რასაც ვიღებთ მზის სხივების ქვეშ, ამიტომ საერთოდ არ ღირს გამოსხივებაზე ნერვიულობა.

5) გელ-ლაკის გამოყენება არ შეიძლება ორსულებისთვის ან ლაქტაციის დროს. კიდევ ერთი მითი. ხარისხიანი გელ-ლაკები, რომელსაც გააჩნია ხარისხის გარანტია, არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებებს და სრულიად უვნებელია.

გაუზიერეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, ვისაც მითების კიდევ სჯერა.

წყარო

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  ერთ მშვენიერ დღეს ამისთვის პასუხს აგებენ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები