თმის შესაბამისი მოვლა მნიშვნელოვანია სქელი და ჯანსაღი თმის ზრდისთვის. მოცემულ სტატიაში თავმოყრილია 5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ უფრო სქელი და ჯანსაღი თმის ზრდას.
- თმის ზეთით დამუშავება
სკალპის მასაჟი ისეთი ბუნებრივი ზეთის გამოყენებით, როგორიცაა ქოქოსის, ნუშის ან ამლას ზეთი, სასარგებლოა თმის ფოლიკულების სტიმულირებისთვის, რაც ხელს უწყობს სქელი თმის ზრდას.
- სწორად შეარჩიეთ შამპუნი
შეარჩიეთ თქვენი თმისთვის შესაბამისი შამპუნი, რომელიც არ შეიცავს ქიმიკატებს. ცხიმიანი სკალპის შემთხვევაში, შამპუნი ორ დღეში ერთხელ გამოიყენეთ.
- თმის კონდიციონერი
თმის დაბანვის შემდეგ წაისვით კონდიციონერი და თითებით გაისწორეთ ერთმანეთში გადახლართული თმა. კონდიციონერი გაიჩერეთ 5 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
- წაისვით შრატი
სველ თმაზე შრატის წასმა დაგეხმარებათ თმის ცვენისა და გათხელების თავიდან აცილებაში. შრატი შეგინარჩუნებთ, გამოკვებავს და ხელს შეუწყობს ჯანსაღი თმის ზრდას.
- თმის სტილი
შეიკარით თმა განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ გადიხართ, თმების აბურდულობისა და თმისცვენის თავიდან ასაცილებლად. თმის შეკვრა არის საშუალება, რომელიც თმას ნორალურ მდგომარეობას უნარჩუნებს და ხელს უწყობს მისი მოცულობის ზრდას.