8 შეცდომა, რომელსაც ფრჩხილზე ლაქის წასმისას ყველა უშვებს

0
83
#image_title

კვლებების მიხედვით, ქალბატონები ყოველწლიურად ფრჩხილების მოვლის სფეროში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ. განვიხილოთ 8 შეცდომა რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებთ ლაქის წასმისას. 

8 შეცდომა რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებთ ლაქის წასმისას. გამორჩეული ვიზუალით თავის მოწონება სოციალურ ქსელებში უკვე ტრენდადაა ქცეული და ამიტომ, ფრჩხილის ლაქის წასმის სწორი მეთოდების ცოდნა ახლა ყველაზე საჭიროდ იქცა.

ქვევით მოცემული მაგალითები გასწავლით, თუ რა არის ყველაზე ცუდი და კარგი აღნიშნული პროცედურის ჩატარებისას:

1. აქსესუარების სწორად შენახვა

8 შეცდომა, რომელსაც ფრჩხილზე ლაქის წასმისას ყველა უშვებს

თითებთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესისას აუცილებელია სანიტარული ნორმების დაცვა, რადგან ფრჩხილების ქვეშ ყველაზე მეტი ინფექციური ნაწილაკები გროვდება ყოველდღიურად.

მაკრატელი და მსგავსი ნივთები აუცილებლად შეინახეთ ისეთ კონტეინერში, რომელიც ჰაერს თავისუფლად ატარებს, რადგან ჩაკეტილ სათავსოში ბაქტერიები უფრო ადვილად მრავლდებიან.

2. ლაქის წასმა ფრჩხილის გამზადების გარეშე

8 შეცდომა, რომელსაც ფრჩხილზე ლაქის წასმისას ყველა უშვებს

ხშირად ქალბატონები ლაქის წასმის პროცესში დროის დასაზოგად ფერად სითხეს პირდაპირ მოუმზადებელ ფრჩხილზე ისვავენ, რაც ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა.

ფრჩხილები სპეციალურ ზეთს გამოყოფენ, რომელიც მათზე რაიმე სახის საღებავის დიდი დროით შემორჩენას ხელს უშლის. აუცილებლად გაიპრიალეთ ისინი სპეციალური საბაზისო ლაქით, სანამ ზევიდან მანიკურს გადაისვავთ.

3. ზედმეტად სქლად წასმა

8 შეცდომა, რომელსაც ფრჩხილზე ლაქის წასმისას ყველა უშვებს

ფრჩხილის ლაქის ნატურალური თვისებაა დიდი რაოენობის ერთად მოხვედრისას რაც შეიძლება ნელა შეზავდეს ერთმანეთში და გაშრეს, რადგან მისი მასა ბოთლშივე არ იქცეს მშრალ ნივთიერებად.

სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა თუ რა სისქის ლაქის ზედაპირი გსურთ ფრჩხილებზე, 1 და 2 დიდი მასის წასმის მაგივრად, აჯობებთ თუ ერთი დონის წასმის შემდეგ, მის გაშრობას დაელოებით და მხოლოდ ამის მერე გადაუსვავთ მეორე ჯერზე ახალი ლაქის ზედაპირს.

3–4 თხელი ზედაპირი ბევრად უფრო მარტივად ისუნთქებს და წარმატებით გაშრება, ვიდრე 2 სქელი დოზა.

4.ბამბის ჯოხების გამოყენება.

8 შეცდომა, რომელსაც ფრჩხილზე ლაქის წასმისას ყველა უშვებს

სახიდან მაკიაჟის არასასურველი დეტალებისა და წერტილების მოსაშორებლად ეს ორიგინალური აქსესუარები იდეალურ დამხმარედ ითვლება, სწორედ ამიტომ მათი გამოყენება თითქმის ყველა პროცედურაში ჩვეულებრივ ნორმად იქცა.

თუმცა, ფრჩხილის ირგვლივ რაიმეს მოწმენდა ბამბის ზედაპირიანი ჯოხით უდიდეს პრობლემად შეიძლება იქცეს, რადგან ყველაზე ნელი მოძრაობის დროსაც კი მათ ბუსუსები აუცილებლად მოშორდებათ და ფრჩხილის ლაქს შეერევა.

5. ქლიბის არასწორი გზით წასმა

8 შეცდომა, რომელსაც ფრჩხილზე ლაქის წასმისას ყველა უშვებს

პირველ სურათზე მოცემული მოძრაობით ქლიბის წასმა ფრჩხილების ზედაპირსე მიკრობზარებს აჩენს, რაც ლაქის მალე მოშორებას იწვევს მათი ზედაპირიდან. გაიქლიბეთ ფრჩხილის ბოლოები ერთი მიმართულებით, რათა ისინი პრობლემური ვიბრაციისგან დაიცვათ.

6. ლაქის არწასმა ფრჩხილის ქვედა ნაწილის დასაწყისში

8 შეცდომა, რომელსაც ფრჩხილზე ლაქის წასმისას ყველა უშვებს

იდეალური ლაქის წასმის პროცედურის შემდეგ ყოველდღიური საქმიანობის კეთება და წყალთან ურთიერთობა უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. თუ გსურთ, რომ წყლის წვეთები ფრჩხილსა და ლაქის ფენას შორის არ მოხვდნენ, აუცილებლად წაისვით ის ფრჩხილის ქვედა პირზეც.

ასეთი მეთოდით ლაქის ფენა 5 დღით უფრო დიდხანს შეგინარჩუნდებათ იდეალურ მდგომარეობაში.

7. ფრჩხილების გაშრობა ცივ წყალში

8 შეცდომა, რომელსაც ფრჩხილზე ლაქის წასმისას ყველა უშვებს

ფრჩხილების ცივ წყალში გაშრობა ზედმეტად გავრცელებული და ცნობილი მეთოდია მათთვის, ვისაც მათი სწრაფად გაშრობა სურს. თუმცა, ამ მეთოდის ეფექტურობა მითს წარმოადგენს და სინამდვილეში ცივი წყალი ლაქის გაშრობის მაგივრად, მას უბრალოდ ამაგრებს.

სინამდვილეში, თანამედროვე ლაქები ჰაერს საჭიროებენ გასაშრობად. უმჯობესია გამოიყენოთ თმის საშრობის ცივი ჰაერი.

8. ლაქის ბოთლის რხევა

8 შეცდომა, რომელსაც ფრჩხილზე ლაქის წასმისას ყველა უშვებს

ლაქის ბოთლების სწრაფი შერხევით ბევრი ადამიანი ცდილობს ფერის ნაწილაკების ზუსტ განაწილებას მის მასაში. სინამდვილეში, ასეთი მოქმედება ლაქის მასას ჰაერის ნაწილაკებით ავსებს, რაც მიკრობუშტუკებს წარმოქმნის.

საბოლოო ჯამში, ასეთი ბუშტებით სავსე ლაქის წასმა მის არათანმიმდევრულ ზედაპირს გვაძლევს. ასეთი პრობლემისგან თავის დაცვის მიზნით, უბრალოდ გადააგორეთ ლაქის ბოთლი ხელის ზედაპირზე რამდენჯერმე, ნელი მოძრაობით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ