კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„ვაქცინის პასპორტი იქნება, ამისკენ მიდის ყველაფერი – იმისათვის, რომ“- გიორგი ფხაკაძე

„ვაქცინის პასპორტი იქნება, ამისკენ მიდის ყველაფერი – იმისათვის, რომ“- გიორგი ფხაკაძე

02/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე საუბრობს ვაქცინაციაზე, ელექტრონულ სისტემაზე, ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე.

„საქართველოში ხალხი აკეთებს თავის საქმეს, მედია აკეთებს თავის საქმეს და იმედია, ყველაფერი დალაგდება. მთავარია, ერთმანეთის მხარდაჭერა.

სამწუხაროდ, ვაქცინაციის მოზიდვის პროგრამა ჩავარდა. როცა ვსაუბრობდი ამის შესახებ, დამესია ხალხი, – არ გვინდა ვაქცინა! მე კი ვთქვი, – ვინც ყველაზე მეტად ყვირის, რომ ვაქცინა არ უნდა, ახლა ყველაზე მეტს ისინი ყვირიან, – სად არის ვაქცინა?!

მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი (ამ ქვეყნებში მთლად კარგად ვერ არის საქმე ამ კუთხით), ზოგს აქვს ჩინური ვაქცინა, ზოგს რუსული ვაქცინა და ა.შ. კუბაშიც გააკეთეს ორი ვაქცინა.

200-მდე ვაქცინა მუშავდება და რომელი გაამართლებს ბოლომდე, ჯერჯერობით ფინიშამდე არც ერთი არ არის მისული, ყველა ვაქცინა არის, როგორც სასწრაფო გადაუდებელი გამოყენებისთვის, არც ერთი არ არის საბოლოოდ დამტკიცებული. ყველა ვაქცინა არის კლინიკური კვლევის ნაწილი.

თუ გინდა, განახორციელო, კარგი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ვაქცინაცია დღევანდელ დღეს, ქვეყანაში, უნდა იყოს ძალიან კარგი ჯანდაცვის სისტემა, უნდა იყოს ძალიან კარგი ელექტრონული სისტემა, სადაც შეგიძლია აღრიცხო ყველა პაციენტი (თუ რა უკუჩვენებებია და ა.შ.).

ჯერჯერობით საუკეთესო ვაქცინა არის ფაიზერის ვაქცინა, რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, არა უშავს, ძალიან კარგი არ არის. „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა გამოჩნდა, ყველა ელოდებოდა და ძალიან კარგი ამბავია.

როგორც უკვე ვთქვი, 2021 წელს ჩვებ გვექნება დაახლოებით 100 ვაქცინა, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. საქართველოში უნდა შამოიტანონ მხოლოდ და მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა, ვინაიდან, რომელი ვაქცინაც არ არის დამტკიცეული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ჩვენ არ გვაქვს ამის არც მატერიალური, არც ტექნიკური ბაზა, რომ ვაკონტროლოთ ამ ვაქცინების ტექნიკური პარამეტრები. პრაქტიკულად, ვაქცინები გახდა პოლიტიკური მომენტი.

READ  ბანანის მრავალმხრივი გამოყენება - გაეცანით ამ სასარგებლი ხილის აქამდე უცნობ თვისებებს

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა შეტევამ დაავადების ცენტრთან. ჩემი სათქმელი ვთქვი და გამგები გაიგებს.

ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება. სახელმწიფო მოხელე არის დაქირავებული მოქალაქეების მიერ. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე არის ანგარიშვალდებული მოქალაქეეების წინაშე.

საუბარი იყო ვაქცინაციის ელექტრონულ პასპორტზე. მე მაქვს ვაქცინაციის პასპორტი 2000 წელს აღებული. ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ფორმატი. ვაქცინის პასპორტი იქნება, ამისკენ მიდის ყველაფერი, მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, იქნება ელექტრონული, იმისათვის, რომ ვიცოდეთ, ვინ არის ვაქცინირებული.

ადრეც ვამბობდი, ძალიან კარგია, ჯერ რომ არ გვაქვს ვაქცინა, ჩვენთან ჩამოვა ვაქცინა, რომელიც არის ყველაზე კარგი, დატესტილი, ყველაზე ნავარჯიშები, გვეცოდინება ყველა ინფორმაცია. დადებითიც ხომ უნდა დავინახოთ. – ნუ ნერვიულობთ! ყველაფერი იქნება ძალიან კარგად! – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, არ იაროთ ხალხმრავალ ადგილებში! გასასვლელი თუ გაქვთ 2-3 გაჩერება, წადით ფეხით, არ იმგზავროთ ამ დროს ტრანსპორტით!..“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

ნახეთ ვიდეო ☝️
https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159997785665579

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.