პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ყველა ერთად ამოვალთ ამ ჭაობიდან! – კიდევ ერთხელ მივმართავ სამედიცინო დაწესებულებებს, ნუ...

„ყველა ერთად ამოვალთ ამ ჭაობიდან! – კიდევ ერთხელ მივმართავ სამედიცინო დაწესებულებებს, ნუ გეშინიათ!“

24/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს! ძვირფასო კოლეგებო, მე ექიმთან არ მაქვს პრეტენზია, ექიმის ბრალი არ არის, საშინელ სისტემაში რომ მუშაობენ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს! უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სისტემა“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


„ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომლებიც დაინტერსებულია საქართველოში ჯანდაცვის ამ პატარა ნაწილის დალაგებას შეუწყოს ხელი. საზვარგარეთ მცხოვრები ქართველები დამიკავშირდნენ, ფინანსური დახმარებაც კი შემომთავაზეს!


გუშინ ვთქვი, საქართველოში საავადმყოფოების აკრედიტაციის შესახებ, – „ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს!“ – დღეს გავაკეთე!


კმაყოფილი ხართ, სამედიცინო დაწესებულებით? – მიუთითეთ სააავადმყოფოს სახელი, შეაფასეთ 1-დან 5-მდე.


თუ გექნებათ სურათები და ვიდეომასალა, გამოგზავნეთ, ატვირთეთ.

ინფორმაცია გადააგზავნეთhttps://www.accreditation.ge/post/paving-the-path-to-a-brighter-future?fbclid=IwAR19yBno-0BVleC4q-TzzOLm2SL32FuOtdvwLYggCZOJXMiA-L7UdosbcYY


თქვენ თუ ჩათვლით, საავადმყოფოს შესახებ თქვენი ინფორმაცია და თქვენი შეფასება არის კონფიდენციალური. პირობას გაძლევთ, ვნახავ მხოლოდ მე. თუ ჩათვლით საჭიროდ, რომელიმე სამედიცინო დაწესებულების შესახებ გაავრცელოთ ინფორმაცია და თქვენი სახელისა და გვარის მითითება არ გსურთ, ინფორმაცია (კმაყოფილი ხართ, სამედიცინო დაწესებულებით? – მიუთითეთ სააავადმყოფოს სახელი, შეაფასეთ 1-დან 5-მდე) გამოაგზვანეთ ელ-ფოსტზე- info@accreditation.ge. ამ ინფორმაციას მე გამოვაქვეყნებ თქვენს მაგივრად.


დამიკავშირდა დიზაინერი და ერთ-ერთი კომპანია, დამეხმარებიან ვებგვერდის გაკეთებაში.


ყველაფერი ეს კეთდება უანგაროდ, უხელფასოდ. ამ საქმიდან ჩემი ბიუჯეტი არის ნული.

სიკეთე არის გადამდები!

ვიწყებთ სააავადმყოფოების გაშავებას!

ბევრი საავადმყოფო გამწვანდება!

ზოგი საავადმყოფო გაყვითლდება!

ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული!


დაწერეთ ყველაფერი საავადმყოფოების შესახებ, რომელი კლინიკაა კარგი, რომელი კლინიკაა ცუდი, რომელი ექიმია კარგი და ა.შ.

კვირაში ერთხელ გავაკეთებ შეჯამებას, თქვენი კომენტარებისა და მოწოდებული ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე გამოვცხადებ „შავ საავადმყოფოს“, „მწვანე საავადმყოფოს“ და „ყვითელ საავადმყოფოს“.


ინფორმაცია გადააგზავნეთ და კომენტარები ძალიან მოკლედ დაწერეთ შემდეგ ვებგვერდზე:https://www.accreditation.ge/post/paving-the-path-to-a-brighter-future?fbclid=IwAR19yBno-0BVleC4q-TzzOLm2SL32FuOtdvwLYggCZOJXMiA-L7UdosbcYY

ერთობლივი ძალებით დავადგინოთ, რომელი საავადმყოფო არის კარგი და რომელი ცუდი.


საქართველოში ძალიან ბევრი სამედიცინო დაწესებულება არის ძალიან კარგი, ცდილობენ, ძალიან დიდი ენერგია და რესურსი დახარჯონ, ჩადონ დიდი რესურსი, რომ იმუშაონ ძალიან კარგად, მაგრამ არ ფასდება იმათი შრომა. მათ ჩადონ თანხა და ენერგია და ამ დროს, სხვა საავადმყოფო, რომელიც არაფერს აკეთებს, მაინც იღებს სახელმწიფო საყოველთაო დაფინანსებას. ორივე საავადმყოფო არ უნდა იყოს ერთ დონეზე.


აქ არ არის საუბარი, ვიღაცა გაკოტრდეს ან დაიხუროს. უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენცია.

ვიწყებთ საავადმყოფოების ხარისხის კონტროლს, ეს არის მინიმალური სტანდარტი, პირველი – ბაზისური ეტაპი. ეს იქნება ძალიან მინიმალური ინდიკატორები, ეს გაიზრდება ყოველწლიურად. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა. უნდა გაიარონ მინიმალური სტანდარტი, უნდა გადალახოს ბარიერი.

როგორც კი 10 საავადმყოფო გაივლის აკრედიტაციას, დავდებ შემდეგ სდანდარტს. შემდეგი სტანდარტი იქნება ვარსკვლავები, ხუთი ვარსკვლავი იქნება.


ყველა სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია მომმართოს, დამიკავშირდნენ, მაქსიმალურად დაგეხმარებით, ვისაუბროთ, ვიმუშაოთ და გავაკეთოთ საქმე. მთავარი არის სურვილი. თუ სურვილი იქნება, ყველაფერი შესაძლებელია! ადამიანი მარსზე მიდის უკვე, კოლონიებს ვაშენებთ მარსზე და საავადმყოფოების საკითხი ვერ დაგვილაგებია?!


მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალებით ამას გავაკეთებთ!

ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი, რომ პაციენტების უფლებების საკითხის კუთხით იყოს ჩართული, დაგვეხმარებიან ამ საკითხის კოორდინაციაში.

ნებისმიერი ორგანიზაცია დამიკავშირდეს, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ.რაც უფრო ძლიერი, კარგი და ხარისხიანი ბიზნესი იქნება, ყველასთვის კარგი იქნება. ჩამოიტანეთ კარგი აპარატურა, ნუ ჩამოიტანთ ცუდს!


ჯერჯერობით ყველა ტექნიკური საკითხი არის მოსაგვარებელი. მინდა, ისე გაკეთდეს, რომ ყველაფერი იყოს წესრიგში, უნდა იყოს სუფთად, უნდა იყოს გამჭვირვალე, კორუფცია უნდა იყოს ნული და იქნება კიდეც! გიორგი ფხაკაძემ მოჰკიდა ამ საქმეს ხელი!


ყველა ერთად ამოვალთ ამ ჭაობიდან!

კიდევ ერთხელ მივმართავ სამედიცინო დაწესებულებებს: – ნუ გეშინიათ!

პირველი 10 დაწესებულება, რომლებიც გაივლიან აკრედიტაციას, რეკლამას გაგიკეთებთ, საჯაროდ ვილაპარაკებ, რომ კარგი საავადმყოფოები გაქვთ! 5-10 ათას დოლარს იხდით რეკლამაში, ტელევიზიებში. მე უფრო ბევრი ხალხი მიყურებს, მე უფრო დამიჯერებს ხალხი! საქმე გააკეთეთ და რეკლამაში რა თანხასაც იხდით, ამ საქმისთვის დახარჯეთ, მოახმარეთ უშუალოდ პაციენტებს, მოახმარეთ უშუალოდ სანიტრებს, მოახმარეთ უშუალოდ ექთნებს, მოახმარეთ უშუალოდ ექიმებს!


გაქვთ შანსი, რომ ამოხვიდეთ ამ ჭაობიდან და ამაში დეგეხმარებით, ხელს შეგიწყობთ! რთული იქნება, მაგრამ დაგეხმარებით! თუ არადა, ვიტყვი, რომელ საავადმყოფოში არ წავიდეს ადამიანი! პაციენტები არ გეყოლებათ და პაციენტები თუ არ გეყოლებათ, კი იქნებით დასახური!

თუ იცით უფრო უკეთესი გზა, მითხარით!


თბილისში არის ათობით საავადმყოფო. რამდენიმე თუ იქნება გაშავებული, იმ საავადმყოფოში აღარ მივა მოსახლეობა და ის საავადმყოფო გაკოტრდება.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს!

ძალა არის ერთობაში, ჩვენ ამას შევძლებთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ!


როგორც პირბადეების ფასი დავწიეთ, როგორც პირბადეების ხარისხი ავწიეთ, ასევე შევძლებთ ავწიოთ საავადმყოფოების და სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი! ფასებსაც მივხედავთ! უნდა იყოს სამართლიანი ფასი და უნდა იყოს სამარლიანი ანაზღაურება საავადმყოფოს თანამშრომლებისათვის!


დაფასებული უნდა იყოს ექიმი!

დაფასებული უნდა იყოს ექთანი!

ბევრი მიზეზის გამო ძალიან მძიმე პირობებში არიან ჩვენი ექიმები, ექთნები და სანიტრები, იმიტომ რომ სისტემა არის მახინჯი!

საავადმყოფოებო, ნუ გეშინიათ! სტომატოლოგიურო კლინიკებო, ნუ გეშინიათ! პოლიკლინიკებო, ნუ გეშინიათ! ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ ამის გაკეთებას და გიიოლებთ საქმეს!


იყო ოთხი პუნქტი, დავამეტე მეხუთე პუნქტი , რომელიც გულისხმობს შშმ პირებისთვის შესაბამის პირობებს.


სამედიცინო დაწსებულებებში ასევე წესრიგში უნდა იყოს სახანძრო უსაფთხოება.

თამბაქოს მოწევა სამედიცინო დაწესებულებაში არ შეიძლება!


არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადახედონ ამ ხუთ პუნქტს. თუ გსურთ, ხელი შეუწყოთ ამ პროცესს და თქვენი რაიმე დაამატოთ ამ პუნქტებს, მივესალმები! ვითანამშროლოთ! ხელშეწყობა თუ იქნება, ეს ყველაფერი უფრო სწრაფად განხორციელდება!

აფთიაქებს შემდეგ მივხედოთ!“ – აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები