პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი9 სიმართლე ვაქცინასა და აცრაზე – გიორგი ფხაკაძე

9 სიმართლე ვაქცინასა და აცრაზე – გიორგი ფხაკაძე

30/07/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე:


„1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!!


2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი – „ასტაზენეკა”, ალუმინის ჰიდროქსიდი – „სინოფარმი” და „სინოვაკი”) უკვე თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწვავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წარმოადგენს!


3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია „ფაიზერი”, ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!


4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.


5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აცილებელი არაა აცრის წინ!


6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!


7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი…) გაკეთება არ გჭირდებათ!


8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზემდეტი ემოციის გარეშე აიცერით.


9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/9-simarthle-vaqtsinasa-da-atsraze-giorgi-phkhakadze/


READ  გიორგი ფხაკაძე, დტსუ-ს პროფესორის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები