ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიპროცედურამოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის დემენციის გავრცელება თითქმის 20 მილიონ შემთხვევამდე გაორმაგდეს...

მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის დემენციის გავრცელება თითქმის 20 მილიონ შემთხვევამდე გაორმაგდეს…

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ დემენცია წარმოადგენს მომავლის ერთ-ერთ უდიდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევას.

„დემენცია წარმოადგენს მომავლის ერთ-ერთ უდიდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევას. მხოლოდ ევროპაში, მოსალოდნელია, რომ 2050 წლისთვის დემენციის გავრცელება თითქმის 20 მილიონ შემთხვევამდე გაორმაგდეს.

ახალ სტატიაში Lancet-ის რედაქტორები Pooja Jha და Daniela Mar ín-Hern ández ნული თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის და სამი ძირითადი ბოთლი ავადმყოფობის მიმართ“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

https://www.linkedin.com/…/urn:li:activity…
ექიმი გიორგი ფხაკაძე, MD, MPH, PhD
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, www.dtmu.ge

დაავადება, რომელიც ხასიათდება მეხსიერების და გონებრივი შესაძლებლობების ნაწილობრივი დაკარგვით. ყველაზე მეტად დაავდება უჩნდება მოხუც ადამიანებს. ხასიათის მიხედვით დაავადება შეიძლება იყოს პირველი და მეორე ხარისხის.

დემენცია (F00-F03) წარმოადგენს თავის ტვინის ტრავმით, ქრონიკული ან პროგრესულად მიმდინარე დაზიანებით გამოწვეულ სინდრომს, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების:

მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველების და მსჯელობის შესაძლებლობების მრავალფეროვანი აშლილობები. ცნობიერება ამ დროს არ არის დაბინდული. კოგნიტური ფუნქციის მოშლა ხშირად თან სდევს ან, დროდადრო, წინ უსწრებს ემოციური კონტროლის, სოციალური ქცევისა და მოტივაციის დაქვეითებას. ეს სიმპტომები გამოხატული უნდა იყოს არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში.

დემენცია არის სიმპტომების ერთობლიობაა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. მსოფლიოში მილიონობით მოხუცი ადამიანი აწყდება ამ პრობლემას. ეს დიდი გამოცდაა, როგორც თავად დაავადებული ადამიანისათვის, ასევე მისი ახლობლებისათვის.

დემენცია – მეხსიერების გაუარესებაა?

ყოველთვის არა. ასაკში ბევრ ადამიანს უჩნდება პრობლემები მოკლევადიან მეხსიერებასთან დაკავშირებით: უჭირს სიახლეების დამახსოვრება, სწავლა. ყოველდღიურ ცხოვრებაზე ეს არ აისახება და ის ჯანმრთელი დაბერების ნაწილად მიიჩნევა. მაგრამ თუ გულმავიწყობა ცხოვრების ჩვეულ მდინარებას არღვევს, ხელს უშლის ადამიანს მუშაობაში და ის ნელ-ნელა კარგავს ჩვევებს – ეს მხოლოდ დაბერების ნიშანი არ არის.

როგორ გავიგო რომ ადამიანს დემენცია აქვს?

დიაგნოზის დასმა – ექიმის საქმეა, მაგრამ არსებობს ნიშნები, როდესაც შეიძლება გაგიჩნდეთ ეჭვი, რომ თქვენს ახლობელს დემენცია ეწყება. ეს ნიშნებია:

– ხშირად კარგავს მნიშვნელოვან ნივთებს და მათ უცნაურ ადგილებში ინახავს;
– ხშირად სვამს ერთსა და იმავე კითხვას, მიუხედავად იმისა რომ პასუხი ახლახან მიიღო;
– ერევა დრო ან იკარგება ნაცნობ ადგილებში;
– კონცენტრაციის პრობლემები აქვს, ფინანსური გათვლები ეშლება;
– ვერ ითვისებს მარტივ ინსტრუქციებს, მაგალითად როგორ ირთვება სარეცხი მანქანა;

არსებობს დემენციის სხვა ნიშნებიც: შეიძლება ადამიანს უცებ მკვეთრად შეეცვალოს ხასიათი, ქცევა, განწყობები. დაავადების ადრეულ ეტაპზე აქტიური ადამიანი შეიძლება გახდეს აპათიური, უინიციატივო. მოგვიანებით, დაავადების განვითარებასთან ერთად, ზოგიერთი პაციენტი ხდება გაღიზიანებული, მოუთმენელი ან იმპულსური, სხვები – შფოთიანები და აგრესიულებიც კი. ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ბოდვითი აზრები (მაგალითად ის, რომ მეზობლები უთვალთვალებენ ან ნივთებს ჰპარავენ) და სექსუალური შეუკავებლობა (არაადეკვატურად მაღალი სექსუალური აქტივობა, მათ შორის ახლო ნათესავების მიმართ). ტვინის მუშაობის მოშლის შედეგად ადამიანის ქცევა გაუცნობიერებელი ხდება, პაციენტი ვერ ცნობს თავის ნათესავებს, ნელ-ნელა კარგავს მეტყველების აღქმის და ლაპარაკის უნარს.

ექიმები აღნიშნავენ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ახანგრძლივებს ახლობლის ღირსეულ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ექიმს გვიან მიმართავს ანუ ისეთ დროს, როდესაც ის მცირერიცხოვანი წამლები, რომლებსაც შეუძლია დემენციის პროცესის განვითარების შენელება და პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, უკვე აღარ მოქმედებს.

დემენციის მკურნალობის უახლესი მეთოდების შესახებ იცის დემენტოლოგმა, რომელთანაც შეიძლება რაიონის ნევროლოგმა გაგაგზავნოთ, ნევროლოგთან კი – თერაპევტმა.

ერთადერთი რაც ექიმს შეუძლია – ეს ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. სწორმა მკურნალობამ შეიძლება ზოგიერთი სიმპტომი შეამსუბუქოს, მაგალითად დეპრესია, შფოთი, გაღიზიანება, აგრესია. გარდა ამისა, არსებობს წამლები, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების დროს პაციენტის მეხსიერებას აუმჯობესებს და ძირითად უნარებს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნარჩუნებს.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ალცჰაიმერის დაავადების დროს ექვს თვეში ერთხელ ბიოლოგიურად აქტიური დანამატების, ნოოტროპების და წვეთოვნების ეფექტიანობა დადასტურებული არ არის.

დემენციით დაავადებულ ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია ადეკვატურად თავის მოვლა. ზოგჯერ მას უჭირს დამოუკიდებლად ჩაცმა და მაღაზიაში გასვლაც. მნიშვნელოვანია, თვალი ადევნოთ იმას, რომ მან თავი არ დაიზიანოს. რეკომენდებულია, რაც შეიძლება შორს გადამალოთ პოტენციურად საშიში საშუალებები (წამლები, გამწმენდი საშუალებები). შეეცადეთ, რომ არ წაიქცეს, ამისთვის სახლში კარგი განათება უნდა იყოს და იატაკი – სადენებისაგან და სრიალა ხალიჩებისაგან თავისუფალი. თუ სახლში გაზია, ისეთი ქურა უნდა აარჩიოთ, რომელიც გაზის მიწოდებას თავად თიშავს, თუ თქვენს ახლობელს მისი ანთება დაავიწყდა და ა.შ. სამწუხაროდ, გარკვეული დროის შემდეგ მსგავსი ზომების მიღება აუცილებელია ხოლმე, თქვენს ახლობელს მუდმივი მომვლელი დასჭირდება.

როგორ უნდა მოვექცე დემენციით დაავადებულ ადამიანს?

ეს მართლაც რთული საკითხია. მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეიკავოთ თავი მასზე გაღიზიანებისაგან. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ის ვერ აკონტროლებს სრულად თავის ქმედებებს. ამ თემაზე რჩევების ერთ მასალაში თავმოყრა შეუძლებელია. თუმცა რთული არ არის ამ მხრივ სასარგელო რეკომენდაციების მოძებნა, მაგალითად ინტერნეტში.

მნიშვნელოვანია გამოძებნოთ მეთოდი, რომლითაც თქვენს ახლობელთან იურიდიულ საკითხებს წინასწარ გაივლით, რადგან ნელ-ნელა მისი მდგომარეობა გაუარესდება.

წყარო: Meduza

#datashvil

SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები