კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„სამწუხაროდ, გვაქვს ცვლილების, ამ კანონპროექტის წაკითხვის და შემდეგ, წაკითხულის გააზრების პრობლემა“

„სამწუხაროდ, გვაქვს ცვლილების, ამ კანონპროექტის წაკითხვის და შემდეგ, წაკითხულის გააზრების პრობლემა“

22/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ დღეს არსებული სამწუხარო პრაქტიკიდან გამომდინარე, სასამართლოს ნებართვისთვის აუცილებელი დრო და კლინიკისთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება საკმარისია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დოკუმენტაცია მოაწესრიგონ.


„სამწუხაროდ, გვაქვს ცვლილების, ამ კანონპროექტის წაკითხვის და შემდეგ, წაკითხულის გააზრების პრობლემა. ჩვენ ისედაც გვაქვს ინფექციების კონტროლის თუ სხვა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, კლინიკის შემოწმების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.


ერთადერთი, აქამდე არ იყო დაზუსტებული და ახალ კანონპროექტში გაჩნდა პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ რეგულირების სააგენტოს ეძლევა უფლება, სასამართლოს ნებართვის გარეშე, მხოლოდ პაციენტის, ან მისი ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე, შეამოწმოს სამედიცინო დაწესებულება“, – განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა.


როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ასეთ შემთხვევებში, სრული სურათის აღდგენისა და პაციენტის საჩივარზე სწორი დასკვნის მოსამზადებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ოპერატიულობა.


ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეს არსებული სამწუხარო პრაქტიკიდან გამომდინარე, სასამართლოს ნებართვისთვის აუცილებელი დრო და კლინიკისთვის წინასწარ შეტყობინების ვალდებულება საკმარისია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში დოკუმენტაცია მოაწესრიგონ.


ეს კი რეალურ სურათს ცვლის და თითქმის, შეუძლებელი ხდება, იმის დადგენა, კონკრეტულ შემთხვევაში, დაფიქსირდა თუ არა ექიმის გადაცდომა, ან – სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობა.


„კანონპროექტში არის კიდევ ერთი ახალი მექანიზმი – სისტემური დარღვევების შემთხვევაში, კლინიკისთვის საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება, რომელიც უფრო მოქნილს გახდის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულების შორის ურთიერთობას.


ესეც მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და როგორც კი კლინიკა გამოასწორებს აღნიშნულ დარღვევებს, სამინისტრო მისცემს საქმიანობის გაგრძელების ნებართვას.


დღეს, კანონში მხოლოდ ლიცენზიის გაუქმების მექანიზმია, რომლის აღდგენა ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, იმდენად რთული პროცესები მიდის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


ჯანდაცვის მინისტრმა, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულ შემთხვევებში გაზრდილ ჯარიმებზეც ისაუბრა.


„ინფექციების კონტროლის ნაწილში სერიოზული პრობლემებია კლინიკებში. როდესაც სამედიცინო დაწესებულებას ვაჯარიმებთ და საშუალოდ, 500-ლარიანი ჯარიმები იწერება, ოქმი იგზავნება სასამართლოში. ამ პერიოდში, დაწესებულების მეორედ შემოწმების საშუალებაც არ გვაქვს. კლინიკებს აქვთ მოტივაცია, ხელოვნურად გაიყვანონ დრო, რომ მომდევნო ჯერზე არ შევამოწმოთ და შემდეგ არ მოვითხოვოთ საქმიანობის ლიცენზიის შეჩერება.


ამ პირობებში კი, საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ, სამედიცინო დაწესებულება ისევ აგრძელებს საქმიანობას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის სიცოცხლესთან. ამიტომ, საჭიროა, ჯარიმა დაუყოვნებლივ მიემართოს აღსრულებისკენ და სამედიცინო დაწესებულების მეორედ გადამოწმების შესაძლებლობაც მარტივად გვქონდეს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ახალი კანონპროექტის მომზადების პროცესში, სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა სხვადასხვა მხარესთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და ფარმაცევტულ სექტორთან, რომელსაც ასევე შეეხება აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები.



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D?fbclid=IwAR1f6g9d53ZTT6T4aCp6JSyDCKlxW2XtCemTatHKGh2k22MtF3apuz9h7vM



მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

READ  3 ყველაზე მოთხოვნადი ნივთი -ფრანგი ქალბატონების გარდერობიდან

https://youtube.com/@drpkhakadze

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.