ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე, დტსუ-ს პროფესორის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

გიორგი ფხაკაძე, დტსუ-ს პროფესორის შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

10/02/2018

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს წევრებს (IAP) შეხვდნენ. პანელის 9 წევრიდან საქართველოს წარმოადგენს დტსუ-ს პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველო არ შედის 2016-2030 გლობალური სტრატეგიისა და საბჭოს მიერ იდენტიფიცირებული პრიორიტეტული ქვეყნების სიაში, IAP საბჭოსთან თანამშრომლობა შესაძლოა გახდეს საწინდარი, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიღწევების გაზიარების ასევე, საქართველოში დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის კუთხით დამატებითი რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით.


კომიტეტების თავმჯდომარეებმა IAP საბჭოს წევრებს გააცნეს, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიღწევები, ასევე ინოვაციური დაფინანსების თვალსაზრისით საქართველოს გამოცდილება და გლობალური თანამშრომლობის ხედვა.


ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს წევრებისთვის გაგვეზიარებინა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი როგორც საყოველთაო ჯანდაცვის ასევე, გლობალური პროგრამებისა და დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდების ჯანდაცვის მიმართულებით.


ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოცდილებაზე, რომელიც საქართველომ ბოლო 25 წლის მანძილზე გაიარა. საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით საქართველოს გამოცდილება ექსპერტთა საბჭოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.


შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელიც ქალების, ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობის ხელშესაწყობადაა მიმართული. განვიხილეთ ახალი პარტნიორული დახმარების ფონდების მოზიდვის შესაძლებლობები ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა დედათა, ბავშვთა და მოზარდების ჯანმრთელობა.


ასეთი გლობალური ფონდებით დაფინანსებული იქნა შიდსის, მალარიის და ტუბერკულოზის სამკურნალო პროგრამები. იმუნიზაციის გლობალური ფონდის მეშვეობით ქვეყანაში პროგრამით შემოტანილი იქნა ახალი ვაქცინები.


შეხვედრაზე ასევე, განვიხილეთ ახალი შესაძლებლობის საკითხები, რათა საქართველოსთვის მომავალში დამატებითი დახმარება იყოს გამოყოფილი ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, რომელიც დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას ეხება“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.


საქართველოსთვის IAP საბჭოსთან მუშაობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე, საქართველოს გამოცდილება ინოვაციური დაფინანსების თვალსაზრისით და 2017-2018 წლებში საქართველოსთვის მინიჭებული ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის სტატუსი.


შეხვედრაზე მხარეები, ახალგაზრდების ჯანმრთელობის კუთხით რეკომენდაციების გაზიარებაზე და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც ქვეყანას საინტერესო, გლობალური ჯანდაცვის ინიციატივის დანერგვის საშუალებას მისცემს.


„ეს იყო პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც გაეროს საბჭოსთან ჩვენ ახალი თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს. მორიგი შეხვედრებისას ეტაპობრივად, ჩვენ შევძლებთ, რეალურად დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ჯანმრთელობის ახალი, მნიშვნელოვანი ინიციატივები დავიწყოთ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭომ პარლამენტის წევრებს გაეროს საბჭოს მიერ შესრულებული სამუშაოების პროგრესი გააცნეს.


„შეხვედრაზე ჩვენ გავეცანით თუ რა პროგრესს მიაღწია საქართველომ. თქვენი ქვეყნის გამოცდილება შეტანილი იქნება გლობალურ ანგარიშებში. გენერალურ მდივანს ექნება შესაძლებლობა პირადად გაეცნოს რა კონკრეტულ პროგრესს მიაღწია საქართველომ ბავშვთა, დედათა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის კუთხით“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭოს წევრმა, გიორგი ფხაკაძემ.


გაეროს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, მაღალი დონის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების საბჭო „ყოველი ქალის, ბავშვისა და მოზარდის ჯანმრთელობისათვის“ 2016 წლიდან დაფუძნდა.


აღნიშნული საბჭოს მიზანია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შეფასება აწარმოოს ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის გაეროს 2016-2030 წლების სტრატეგიის განხორციელების პროცესში.


საბჭოს რეკომენდაციებით შესაძლებელი ხდება დაბალი და საშუალო შემოსავლის პრიორიტეტული ქვეყნებისათვის დამატებითი ტექნიკური და ფინანსური რესურსების მობილიზაცია დედათა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის ხელშესაწყობად.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=114&lang=2


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები