ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„ტუბერკულოზის ვაქცინა იქნება მალე...“

„ტუბერკულოზის ვაქცინა იქნება მალე…“

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ტუბერკულოზის ვაქცინა მალე იქნება.

„ტუბერკულოზის ვაქცინა იქნება უფრო მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია…“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. მრავალი პროგრამის მიუხედავად, ეს დაავადება დღემდე წარმოადგენს არა მხოლოდ, რომელიმე ერთი ქვეყნის პრობლემას, არამედ გლობალურ საკითხს, რადგან ყოველწლიურად ტუბერკულოზით დაახლოებით 8-9 მილიონი ადამიანი ავადდება.

ეს არის სიციალური დაავადება და მით მაღალია ავადობის შანსი, რაც უფრო დაბალ სოციალურ და ეკონომიკურ ფენას მიეკუთვნება ადამიანი. ტუბერკულოზური პროცესი უხშირესად ვითარდება ფილტვებში, მიუხედავად ამისა იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში (თავის ტვინის გარსები, ძვლები, სახსრები, თირკმელები, შარდის ბუშტი და ა.შ. – ე.წ. ფილტვგარეშე ტუბერკულოზი).

ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს.გადამდებია ტუბერკულოზის ღია ფორმით დაავადებული ადამიანი, რომელიც გამოჰყოფს მიკობაქტერიებს. სხვა ფორმები არაა გადამდები და არ უნდა მოხდეს სტიგმატიზაცია.

  • ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად;

  • ტუბერკულოზით დასნებოვნების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია დახურულ და ცუდად განიავებულ გარემოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში;

  • ტუბერკულოზით დასნებოვნება შეიძლება მოხდეს საკვების გზითაც, მაგალითად ინფექცია ორგანიზმში შეიძლება შეიჭრას ტუბერკულოზური მიკობაქტერიების შემცველი აუდუღარი რძის ან რძის პროდუქტების მიღებისას. ასეთ შემთხვევაში ინფექციის წყაროს წარმოადგენს ტუბერკულოზით დაავადებული საქონელი;

  • ჭურჭლით ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით (პირსახოცით,თეთრეულით) ტუბერკულოზი არ გადადის.

ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ 2 სტადიას: ინფიცირებისა და დაავადების.

ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები ზედა სასუნთქი გზებით (ცხვირის ღრუ, ხორხი, ტრაქეა, ბრონქები) ჩასუნთქულ ჰაერის ნაკადთან ერთად აღწევს ფილტვის ალვეოლებს.

თუ ორგანიზმის დამცველობითი ძალები ძლიერია, მაშინ ტუბერკულოზის მიკობაქტერიის წინააღმდეგ ხდება ანტისხეულების გამომუშავება, რომლებიც ინფექციის გამომწვევის ირგვლივ ქმნიან სქელ კედელს და თრგუნავენ მის გამრავლებას: წარმოიქმნება ტუბერკულოზის პირველადი კერა. აღნიშნული მდგომარეობა შეესაბამება ინფიცირებას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ტუბერკულოზის ჩხირის ორგანიზმში მოხვედრის მიუხედავად ინფიცირებულ ადამიანს არ აღენიშნება დაავადების გამოვლინებები და ნიშნები და არ წარმოადგენს ტუბერკულოზური ინფექციის ჯანმრთელ პირებზე გადაცემის წყაროს.

ინფიცირებულთა უმრავლესობას არ უვითარდებათ აქტიური ტუბერკულოზი, მხოლოდ შემთხვევათა 10 % ტუბერკულოზის მიკობაქტერიით ინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დაავადება. გაბნსაკუთრებით გავრცელებულია ბარის მოსახლეობაში.

მთაში მცხოვრებლები – ნაკლებად ინფიცირდებიან და მაგრამ, როცა ჩამოდიან ბარში, ადვილად ხდებიან ავად. ეს ხდება ინფიცირებისთანავე ან მოგვიანებით, მრავალი წლის შემდეგ სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის დამცველობითი ძალების (იმუნიტეტის) დაქვეითების შედეგად. პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია, რომელიც ტარდება სამშობიაროშივე – BCG-ვაქცინა – დაინფიცირების ტესტი – მანტუს კანის სინჯი.

რა ნიშნები ახასიათებს ტუბერკულოზს?ტუბერკულოზის ზოგადი სიმპტომებია:

 

  • სხეულის ტემპერატურის მომატება, განსაკუთრებით დღის II ნახევარში;

  • ადვილად დაღლა;

  • ღამის ოფლიანობა;

  • მადის დაქვეითება;

  • წონაში დაკლება;

  • შრომისუნარის დაქვეითება.


ფილტვის ტუბერკულოზის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს:

  • გახანგრძლივებული (2 ან მეტი კვირის განმავლობაში) ხველა უპირატესად ნახველის გამოყოფით;

  • სისხლიანი ხველა;

  • ფილტვებიდან სისხლდენა;

  • ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;

  • ჰაერის უკმარისობა.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

სადღესასწაულო სიმყუდროვე: შობა-ახალი წლის დეკორაციები ქანთრი სტილში

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

გილოცავთ – ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები