კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„პისიარ ტესტი არ უნდა ფინანსდებოდეს, თუ ადამიანი აცრაზე უარს ამბობს. ვაქცინა კი...

„პისიარ ტესტი არ უნდა ფინანსდებოდეს, თუ ადამიანი აცრაზე უარს ამბობს. ვაქცინა კი უნდა იყოს უფასო…“

12/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:


„1 სექტემბრიდან აუცილებლად უნდა შემოვიღოთ QR პასპორტები ანუ ე.წ. მწვანე საშვები ყველასთვის, ვინც არის აცრილი, ვინც გადაიტანა კოვიდი და ვისაც აქვს 72 საათის განმავლობაში აღებული პისიარ-ტესტი.“


გიორგი ფხაკაძე სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ პისიარ ტესტი არ უნდა ფინანსდებოდეს, თუ ადამიანი აცრაზე უარს ამბობს. ვაქცინა კი უნდა იყოს უფასო.


„სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პისიარ ტესტი არ უნდა ფინანსდებოდეს, თუ ადამიანი აცრაზე უარს ამბობს. ვაქცინა კი უნდა იყოს უფასო. კიდევ ერთი საკითხი – ზოგიერთებმა საველე ჰოსპიტლების თემა წამოწიეს. ქვეყანას არავითარი საველე ჰოსპიტალი არ სჭირდება. საქართველოში 17 000 საწოლია. მათგან 2000 – 3000 ათასს ხელს ვერ მოჰკიდებ, სპეციალიზირებულია, ფსიქიატრიული და ა.შ.. დანარჩენი საწოლები უნდა გამოვიყენოთ. ყველა სამედიცინო დაწესებულება ამ რეჟიმზე უნდა გადავიდეს დაახლოებით 4-6 კვირა. მე არ ვიცი, რა ხდება მთავრობის შიგნით, მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ ახლა დავინახე, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა, ვთქვათ სიმართლე. ვინ გაიტანა ეს საღი აზრი?! რასაც ბოლო დღეები ვუყურებ, აშკარად ჯანდაცვის მინისტრის საღმა აზრმა გაიმარჯვა. მოდით, ყველამ გადავდოთ პოლიტიკა და ვაღიაროთ, რომ ჯანდაცვის მინისტრს ეს პოზიცია რამდენიმე ხანია, რაც ჰქონდა, ყველა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გავიმეორებ, – დღეს მიიღეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც ბოლო პერიოდში მომისმენია ამ გუნდისგან. ამჯერად ეს იყო მეცნიერებაზე, გამოცდილებაზე და საღ გონებაზე აწყობილი გადაწყვეტილება. აქამდე უამრავი შეცდომა იყო დაშვებული. სულ ვამბობდი, რომ თავის შეცდომებზე არ სწავლობენ-თქო. ახლა, ალბათ, დადგა დრო, რომ საბოლოო ჯამში ისწავლეს. ეტყობა, ძალიან უნდა გაგვიჭირდეს, რომ სწორად მოვიქცეთ. სიტუაცია ეტყობა, გაცილებით მძიმეა, ვიდრე გვეუბნებიან, ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და არა იმიტომ, რომ უხარიათ“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში დაწესებული ახალი შეზღუდვები შესახებ.


უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო:


„შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას.


საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.


კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს”.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.