პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„თანახმა ვარ, ვიყო თქვენი ნათლია! – გააჩინეთ ბავშვები; ეს არის ჩემი რჩევა...

„თანახმა ვარ, ვიყო თქვენი ნათლია! – გააჩინეთ ბავშვები; ეს არის ჩემი რჩევა და როგორც გინდათ…“

23/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს:

„მივმართავ „ტვ პირველს“, – ისე გამოიყვანეთ, თითქოს მე ვთქვი, – კოვიდვაქცინის გაკეთების შემდეგ სპერმის ხარისხი ფუჭდება, მე ეს არ მითქვამს!

ტვ პირველის წამყვანებს მივმართავ: – ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როცა პრეტენზია გაქვთ, ძლიერი ტელევიზია ხართ და მართლა ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს ტელევიზიას, როცა რაიმე კითხვა გაქვთ, შემეკითხეთ და გაგცემთ პასუხს;

მინდა გამოვეხმაურო წუხანდელ გადაცემას, სადაც ექიმი ზურაბ გურულიც ჰყავდათ მიწვეული. „ტვ პირველი“, რამე დაგიშავეთ? ყველას პატივს გცემთ, გპასუხობთ. რატომ ატრიალებთ უკუღმა ჩემს სიტყვებს?
ბატონ გურულთან არაფერი პრობლემა არა მაქვს. არასწორად ჰკითხეს, არასწორად მიაწოდეს ჩემი ნათქვამი, შეცდომაში შეიყვანეს, არასწორი მიმართულებით წაიყვანეს საუბარი. ძალიან მეწყინა, პირდაპირ გეტყვით!
ჩემი ინფორმაცია იყო ძალიან კონკრეტული. სხვათა შორის, ეს არ არის ახალი ინფორმაცია, ჯერ კიდევ 6 თვის წინ ჩატარდა ეს კვლევები, ჩემს ფეისბუქ გვერდზე მიდევს ეს სტატიები (სამეცნიეროც და პოლულარულ ჟურნალებში დაბეჭდილებიც) – კვლევები ჩატარდა ინდოეთში, ჩინეთში, ტაილანდში. რატომ? იმიტომ, რომ იქ არის ბევრი განაყოფიერების კლინიკები, მათ დაიწყეს პირველმა კვლევები.
გეუბნებით – ჩატარებულია კვლევები, ვინც გადაიტანა კოვიდი, არა აქვს მნიშვნელობა, მძიმედ თუ მსუბუქად, აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პროცენტში (სხვადასხვა კვლევების მიხედვით სხვადასხვა პროცენტი), აღმოჩნდა სპერმის სხვადასხვა ტიპის პრობლემები, სხვადასხვა ტიპის დაავადებები, არ ვიხმარ სამეცნიერო ტერმინებს. გამრავლების საკითხში იყო გარკვეული ტიპის პრობლემები კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ!

გიორგი ფხაკაძე რასაც ამბობს, იმაზე პასუხს აგებს. ეს არის დაფუძნებული შემდეგზე, ვარ ბევრი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და აქედან გამომდინარე მაქვს წვდომა ძალიან ბევრ ინფორმაციასთან, რომელიც ჯერ არ არის დაბეჭდილი. ფხაკაძის ამ ნათქვამის უკან დგას დაახლოებით 30 საჯარო სტატია, 50-მდე კვლევა, რომელიც საჯარო არ არის, კიდევ დამატებითი ინფორმაციები და ამ ყველაფრის ანალიზზეა დაფუძნებული, რასაც ვამბობ!
ცნობისათვის, სხვათა შორის, სექსოლოგიის კონფერენცია პირველად რომ ჩატარდა ინდოეთში, ძალიან დიდი ხნის წინ, იმის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ვარ.
ამ სპერმაზე ინფორმაციაც თვეების წინ მქონდა, ამ კვლევების საფუძველზე. პანიკა რომ არ ამეტეხა, ხუმრობაგარევით ვთქვი. მე არ მითქვამს, ვაქცინა თუ გაიკეთეთ, რაიმე მოხდება ამ კუთხით. კოვიდგადატანილების გარკვეულ პროცენტში სპერმის ხაიოსხის კუთხით გარკვეული პრობლემების არსებობაზე ვთქვი!
ვინც გაიკეთა ვაქცინაცია, მათი რეპროდუქტოლოგიურ უნარებზე (მამაკაცებში) კვლევები ჯერ არ არის ჩატარებული. ვაქცინაციის შემდეგ სპერმის ხარისხზე კვლევა არ არსებობს და როგორ ვიტყვი.
„ტვ პიტრველი“, ბოდიში მოიხადეთ, თუ შეგეშალათ,- კარგი, გავიგებ! პატივს გცემთ, მაგრამ როცა რაღაცას ლაპარაკობთ, გადაამოწმეთ, როცა არა ხართ დარწმუნებული, დამირეკეთ და მკითხეთ. არავის ვეუბნები უარს.
გავიმეორებ – ჩემი რჩევაა, სანამ არ ხართ ინფიცირებული, იზრუნეთ შთამომავლობაზე, სანამ ხართ ჯანმრთელი, გააჩინეთ ბავშვებო! თუ გაქვთ ამის ფიზიკური და ფინანსური საშუალება. თუ გყავთ ადამიანი, ვინც გიყვართ, გააჩინეთ ბავშვები; ეს არის ჩემი რჩევა და როგორც გინდათ, ისე ატრიალეთ.
თუ გიყვართ ვიღაცა, აუხსენით, რომ გიყვართ!
თუ 9 თვის მერე ბავშვები დაიბადებიან, კი ბატონო, თანახმა ვარ, ვიყო თქვენი ნათლია!
გამრავლდით, ჯანმრთელობას გისურვებთ!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები, ბიომექანიკა და დაზიანების მექანიზმი

ტრავმული პაციენტის საექთნო მართვის პრინციპები, ბიომექანიკა და დაზიანების მექანიზმი

ნოემბერი 29, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

3 ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

ნოემბერი 29, 2024
გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

ნოემბერი 29, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
დაუვიწყარი მოგზაურობა მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ ზამთარში

დაუვიწყარი მოგზაურობა მეგობრებთან ერთად საზღვარგარეთ ზამთარში

29 ნოემბერი 2024
თბილისის უბნები, სადაც 1 დეკემბრიდან ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

თბილისის უბნები, სადაც 1 დეკემბრიდან ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო იქნება

ნოემბერი 29, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები