კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„ამჯერად ცუდი ამბებია – შეგპირდით, ცუდსაც და კარგსაც, მაშინვე შეგატყობინებდით“-გიორგი ფხაკაძე

„ამჯერად ცუდი ამბებია – შეგპირდით, ცუდსაც და კარგსაც, მაშინვე შეგატყობინებდით“-გიორგი ფხაკაძე

15/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ინფორმაციას ავრცელებს:

„სიახლეები ვაქცინებზე.
მე შეგპირდით, ცუდსაც და კარგსაც, მაშინვე შეგატყობინებდით, ამჯერად ცუდი ამბებია.

„ჯონსონი და ჯონსონზე“ დიდ იმედებს ამყარებდნენ, ბევრი პლიუსი ჰქონდა (იყო ერთდოზიანი, არ სჭირდებოდა დიდი სიმძლავრის მაცივრები), სამწუხაროდ, გამოვლენილი პრობლემების გამო კომპანიამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა. კომპანია პასუხისმგებლიანად მოიქცა, გამოიკვლევენ მიზეზებს, პრობლემა თუ არ დადასტურდა, წარმოება გაგრძელდება, თუ არადა – საერთოდ შეჩერდება!
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, დღეს დანიამ ის საბოლოოდ შეაჩერა იმავე მიზეზით, რაც ჯონსონი და ჯონსონის შემთხვევაში მოხდა. ორივე ვაქცინა არის ერთი ტიპის, ერთი მეთოდოლოგიის. ასტრაზენეკა გამოიყენება საფრანგეთში და კანადაში (55 წლის ზემოთ, გერმანიაში – 60 წლის ზემოთ);“

მისი თქმით, ბოლო კვლევებით, ასტრაზენეკა შედარებით კარგად მუშაობს ხანდაზმულებში, – 60 წლის ზემოთ, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში.
„არავინ გაბედოს, ანტივაქსერობა დამაბრალოს. რაც მე ცოდნა, ენერგია, გამოცდილება მაქვს ჩადებული ვაქცინების პოპულარიზაციასა და ეფექტურ მართვაში, შემედარონ ზოგიერთები. უბრალოდ, მე ვამბობ იმას, რაც არის უახლესი ინფორმაცია და რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს;


კიდევ ერთხელ განვმარტავ:
– მე ვარ ვაქცინაციის ყველაზე დიდი მომხრე, მაგრამ მომხრე ვარ პროცესის მხოლოდ გონივრულად წარმოების. ვაქცინაციის პროცესი არის არის რთული და საპასუხისმგებლო მთელი მექანიზმი. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, ნებაყოფლობით და უსაფრთხო. ადამიანებს უნდა მისცენ ყველანაირი ინფორმაცია, თავი რომ იგრძნონ უსაფრთხოდ.
ვაქცინას, როგორც ყველა წამალს, უნდა ჰქონდეს ერთი ფუნქცია, – მოგვცეს შედეგი და ასევე, როგორც ყველა წამალს, ვაქცინასაც აქვს უკუჩვენება. ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს!
მინდა იყოთ დაცული და ინფორმირებული. ძალა არის ცოდნაში, ძალა არის ინფორმაციაში. როცა თქვენ გაქვთ სწორი ინფორმაცია, შეგიძლიათ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება!
რაც შეეხება ჩინურ და რუსულ ვაქცინებს, მათთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვებია. ათობით მილიონ ადამიანს გაუკეთეს და ვითომ არავის არაფერი გვერდითი მოვლენა არ გამოუვლინდა. ეს არის აბსურდი!
კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი არის პირბადე და წესების დაცვა. არ დაგავიწყდეთ ოქროს წესი, – დისტანცია 2 მეტრი, ხელების დაბანა და სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან.


ახლა კიდევ ერთხელ მივმართავ პოლიტიკოსებს, მთავრობას – ჯერ კიდევ იანვარში გითხარით, თან ცუდაც გითხარით, ნუ იქნებით მკვლელები-მეთქი! კოვიდის გამო დღეში 10 ადამიანი მაინც იღუპება. ანუ თვეში 300 ოჯახში შედის სიკვდილი. ეს არის რეალური, ყოველდღიური ომი. იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარებაზე იფიქრონ, კეკლუცობენ, რა დროს კეკლუცობაა. იპოვეთ კონსენუსი და მიხედეთ რეალურ საქმეს!
ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ყველას ერთად!
ახლა მოუწოდებენ, – პირბადეები გაიკეთეთო, ის პირბადე ლარნახევარი და ორი ლარი ღირდა ცოტა ხნის წინ, როგორ უნდა ეყიდა ხალხს? გახსოვთ, რამდენი ვიომე და ფასი 14-20 თეთრამდე როგორ დავწიეთ ხალხის ჩართულობით?!
ნოემბრიდან იმიტომ დავიწყე პირბადეებზე კივილი, რომ პირბადე არის ერთადერთი რეალური გზა ამ ვირუსის შესაჩერებლად!
მწერენ, მეუბნებიან, – ჩამოდი საქართველოშიო. კარგი, მაგრამ მინისტრადაც რომ დამნიშნონ, საქმეს გამაკეთებინებენ? ლამის 3000 კაცი გასაყრელია, მე არაპროფესიონალებთან ეერ ვიმუშავებ!
საქართველოში არიან ძალიან კარგი ექიმები, ექთნები და სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სოეციალისტები, მაგრამ მათ გასაქანს არ აძლევენ. საუკეთესო განათლების მქონე ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ, და ვიღაცეების არა პროფსეიონალი ბიძაშვილ-მამიდაშვილ-საყვარლებითააა გამოტენილი კაბინეტები.
საქართველოს ეკონომიკა დიდხანს ასე ვერ გასტანს. ივლისში ხაზინაში ფული აღარ იქნება. გონივრული რეგულაციებით უნდა ამუშავდეს ქვეყანა, ბიზნესი, ეკონომიკა, ოღონდ გონივრული რეგულაციებით და სწორი მენეჯმენტით!
ჩვენ ყველამ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, უნდა ვაკეთოთ ყველამ ის, რაც ვიცით და რაც შეგვიძლია! ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის სამშობლოს სიყვარული;
რაც შეეხება საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივას – პროცესი მიდის ძალიან კარგად, უკვე 25 ორგანიზაცია ჩაერთო, მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან! ჩვენ გვექნება არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა ქვეყანაში! – გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

READ  „თუ გაქვთ მოსაზრებები, სად შეიძლება გავისეირნო თბილისში, რომ ბევრი ხალხი არ იყოს და პირბადის...“

https://youtube.com/@drpkhakadze

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.