ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„პასუხი იყო, რომ ვიყავი ძალიან დიდი რომანტიკოსი,რა დროს ხარისხია…“ – გიორგი ფხაკაძე...

„პასუხი იყო, რომ ვიყავი ძალიან დიდი რომანტიკოსი,რა დროს ხარისხია…“ – გიორგი ფხაკაძე საქართველოს…

09/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის ინიციატივა და ამ პროცესში პაციენტთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების როლი!


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.


აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.
„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – https://www.accreditation.ge/programs ახალი დაწყებული გვაქვს.


იდეა ახალი ნამდვილად არ არის. 6-7 წლის წინ საქართველოში როცა ვმოღვაწეობდი, სხვადასხვა ტიპის საავადმყოფოების მართვის საშუალება მქონდა. ხარისხი იყო და არის ძალიან დიდი გამოწვევა, უნდა გვემუშავა, რომ ხარისხი აგვეწია და ამ კუთხით ბევრი რაღაც გამიკეთებია იმ მინიმალური რესურსებით, რაც იყო შესაძლებელი.

როცა დავიწყე მუშაობა გაეროში, სხვადასხვა სააგენტოებში, საქართველოში ჩამოვდიოდი და ვცდილობდი ამ საკითხის მოგვარებას.

2007 წელს საქართველოში ჩავატარე დიდი კონფერენცია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, მოწვეული იყო ყველა მსხვილი საავადმყოფოების და ქსელების წარმომადგენლები. იყო ძალიან გულახდილი საუბარი, რა შეიძლება გაკეთებულიყო საქართველოში ჯანდაცვის სისტემაში ხარისხის გაუმჯობესებისათვის. პასუხი იყო, რომ ვიყავი ძალიან დიდი რომანტიკოსი, რა დროს ხარისხია, ფინანსურად ეს შეუძლებელია, სახელმწიფო არ გვთხოვს და რატონ უნდა გავაკეთოთ, რატომ უნდა დავხარჯოთ ფული! რა თქმა უნდა, ხარისხიანი ყველაფერი ღირს ძვირი, უხარისხო არის უფრო იაფი.

უნდა მივიდეთ მაღალ ხარისხამდე, რა თქმა უნდა, ერთ დღეში ეს იქნება შეუძლებელი, იმიტომ რომ კომპანიები გაკოტრდებიან. ჯანდაცვის ხარისხი მარტო საქართველოს პრობლემა არ არის. ძალიან ბევრ ქვეყანაშია ეს პრობლემა.

საქართველოში, ვაქცინის დროს ექთანი მეგი ბაქრაძე როცა გარდაიცვალა, ეს ჩემთვის იყო ყველაზე დიდი ტრაგედია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირდაპირ თქვა, რომ ეს იყო ჯანდაცვის სისტემის პრობლემის ბრალი. პრაქტიკულად, ჯანმომ გაანადგურა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა.


გულახდილად გეტყვით, ეს იყო ემოციური გადაწყვეტილება. ბიუჯეტი იყო ნული, უანგაროდ ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ საქმეში და მეხმარება ბევრი მიმართულებით.

პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე:

„საავადმყოფოების ხარისხის კონტროლი, ეს არის მინიმალური სტანდარტი, პირველი – ბაზისური ეტაპი. ეს იქნება ძალიან მინიმალური ინდიკატორები, ეს გაიზრდება ყოველწლიურად. ყველაფერი ეს კეთდება იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა.

ინიციატივის პრინციპებია: გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება.
საქართველოში ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელსაც აქვს პრეტენზია მაღალ ხარისხზე, აწვდის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და პაციენტებისთვის შექმნილი აქვს უსაფრთხო გარემო, შეუძლია გაიაროს და მიიღოს ქვეყანაში ერთადერთი დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულების აკრედიტაცია.


პროცესი 3-ეტაპიანია, საკმაოდ მარტივი და გამჭვირვალეა:
1. განაცხადის და კითხვარის შევსება (თანდართულია)
2. გასაუბრება და დაწესებულებაში ვიზიტი (ვირტუალური/პირდაპირ ფორმატში)
3. დასკვნის საჯარო გამოქვეყნება და აკრედიტაციის 2-წლიანი ვადის მინიჭება (80-ქულიანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში)
მთელი პროცესი არის ნებაყოფლობითი და უფასო დამოუკიდებელი სამედიცინო აკრედიტაციის კრიტერიუმები არის დაყოფილი 4 თავად. ყველა კითხვაზე უნდა იქნას გაცემული პასუხი:


1.კი;
2.არა;
3.კითხვარი მომზადების სტადიაშია.


ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს თითოეულ პუნქტზე დამადასტურებელი საბუთი.
ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ქართული საკრედიტაციო კითხვარი (ვერსია 2021.1)
1. უწყვეტი სამედიცინო განათლება (30 ქულა) 1.1. 50 საათი წელიწადში – ექიმებისთვის (5 ქულა) 1.
2. 25 საათი წელიწადში – ექთნებისთვის (10 ქულა) 1.
3. ბოლო 2 წელიწადში 1 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)1.
4. ბოლო 2 წელიწადში 3 სამეცნიერო სტატია ქართულ სამედიცინო ჟურნალში (5 ქულა)1.
5. უწყვეტ განათლებაში დახარჯული თანხა შეადგენს დაწესებულების თანხის ბრუნვის მინიმუმ 2%-ს (5 ქულა)
2. სამედიცინო აპარატურის მინიმალური სტანდარტი (20 ქულა) 2.
1. ყველა სამედიცინო აპარატურას ჩაუტარდა კალიბრაცია მწარმოებლის მიერ დადგენილი წესით (5 ქულა)
2.2. სამედიცინო აპარატურის სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები, რეაგენტები აპარატურის მწარმოებლის მიერ არის რეკომენდებული (5 ქულა)
2.3. სამედიცინო აპარატურის კომპიუტერული მართვა (ანალიზების მართვა) (5 ქულა)
2.4. ჰაერის სავენტილაციო სისტემების არსებობა (ჰეპა ფილტრებით აღჭურვილი საცირკულაციო სისტემა) (5 ქულა)
3. ინფექციის კონტროლი (25 ქულა) 3.1. ინფექციის კონტროლის სახელმწიფო სტანდარტები და ნორმები განხორციელებულია (5 ქულა)
3.2. დაწესებულების დეკონტამინაციის (სანიტარიული) სამსახურის სისტემა (დალაგება, ხელსაწყოები, ქიმიკატები, ნაგვის/ნარჩენების უტილიზაცია) გეგმის მიხედვით ფუნქციონირებს (10 ქულა)
3.3. პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალისათვის სამრეცხაოსა და კვების (სასადილოს) სტანდარტები შემუშავებულია და კონტროლდება (10 ქულა)
4. გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება (25 ქულა)
4.1. დანერგილია ელექტრონული მართვის (e-health) სისტემა (5 ქულა)
4.2. წლიურ ანგარიშს დაწესებულება აქვეყნებს საჯაროდ (ფინანსური, პროგრამული) (5 ქულა)
4.3. პაციენტთა კმაყოფილების/უკმაყოფილების გამოკითხვის ანგარიში (პაციენტების მიერ შეფასების სისტემა (არ უნდა იყოს წაშლის შესაძლებლობა)) გასაჯაროებულია და გადადგმულია შესაბამისი კონკრეტული ნაბიჯები (5 ქულა)
4.4. დაწესებულების შესახებ: დასახელება, მისამართი, სერვისების ჩამონათვალი, სპეციალისტების/ექიმების ჩამონათვალი, მმართველი გუნდის/საბჭოს ჩამონათვალი, მფლობელების ჩამონათვალი, საჯარო ხელმისაწვდომობა ვებგვერდზე/ სოციალურ ქსელში (5 ქულა)
4.5. ბოლო 2 წელიწადში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი თუ განხილულა სამედიცინო დაწესებულებაში კომპეტენტური ორგანოს მიერ (5 ქულა). გისურვებთ წარმატებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@accreditation.ge”.



„თუ თქვენი ორგანიზაცია აპირებს, გაიაროს აკრედიტაცია “საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის” ფარგლებში, მე, გიორგი ფხაკაძე, ამ პროცესში დაგეხმარებით.


ლინკი – https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%96%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-1



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები