პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი„იცოდეთ, ყოველ 5 თვეშია საჭირო რევაქცინაცია“ – გიორგი ფხაკაძე

„იცოდეთ, ყოველ 5 თვეშია საჭირო რევაქცინაცია“ – გიორგი ფხაკაძე

04/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ საუბრობს:

„როგორც ჩანს, ჩემი მოსაზრება მოისმინეს და მთავრობის მიერ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, – მას დაასაწყობებენ, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანოზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაცია არ ექნება, არ გამოიყენებენ; სასურველია, ასევე ერთ-ერთი დასავლეთ ევროპული ქვეყნის ძლიერი მარეგულირებლის რეკომენდაციაც იყოს.“


მისი თქმით, ჰოლანდიაშიც ასტრაზენეკას 60 წელზე ქვევით არგამოყენების გადაწყვეტილება იყო მიღებული.


„ჰოლანდიაშიც ასტრაზენეკას 60 წელზე ქვევით არგამოყენების გადაწყვეტილება იყო მიღებული, ახლა იქ ამ ვაქცინის მოხმარება საერთოდ დროებით შეაჩერეს. ევროპული მარეგულირებელი მაქსიმალურად ფიქრობს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე;, ახლა იქ ამ ვაქცინის მოხმარება საერთოდ დროებით შეაჩერეს. ევროპული მარეგულირებელი მაქსიმალურად ფიქრობს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე;

ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნებისმიერ სირთულის გამოვლენის შემთხვევაში, ვაქცინა დროებით შევაჩეროთ, მიზეზი დავადგინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ.

რამე რომ მოხდეს, რუსულ და ჩინურ ვაქცინას ვინ შეაჩერებს? საიდან გავიგებთ, ეს ვაქცინები ცუდია თუ კარგი?! ზიმბაბვეს ან მოზამბიჯის ჯანდაცვას დავუჯეროთ?!

ზოგიერთებს უნდა რცხვენოდეთ, თუ ვის უწოდებენ ძლიერ მარეგულირებელს. უნგრეთი და თურქეთია ასეთი?! კარგით რა! ძლიერი მარეგულირებელია საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, ჰოლანდია…

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ვერ ვატარებთ კვლევებს, შევხედოთ 2-3 ძლიერი ევროპული ქვეყნის მაგალითს, მივბაძოთ და გადმოვიღოთ.

ასტრაზენეკაზე პოზიცია, რაც პირველივე დღიდან მქონდა, არ შემიცვლია. ასტრაზენეკა უნდა გაკეთებულიყო 55 წლის ზევით, -„ფაიზერი“ 55 წლის ქვევით

ძალიან ბევრი მწერს, დღეში 500 წერილი მომდის ადამიანებისგან, – გაიკეთონ თუ არა ვაქცინა. მათ გასაგონად ვამბობ, თითოეულმა პირმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მასთან ერთად უნდა მიიღოს გადაწყვეტიება ვაქცინაციის შესახებ.

რატომ არ გავაკეთეთ ელექტრონული ჯანდაცვა? რამდენი ხანია, ამას ვყვირივარ. ეს დაუყოვნებლივ გასაკეთებელია.

საქართველოში ორი კვირის წინ დაიწყო მესამე ტალღა. ამაზე პირველმა ავტეხე განგაში, რატომღაც აღიარება არ სურდათ, ახლა უკვე ამბობენ, რომ დაიწყო, რაც შეეხება საქართველოს სტატისტიკას, მე ამ მონაცემებს არ ვენდობი.

ვიყოთ მომზადებული, 2-მეტრიანი დისტანცია, სამედიცინო პირბადე გამოიყენეთ ყველამ 5 წლიდან ზემოთ ასაკის ადამიანებმა, ხელების დაბანა – ეს არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება, ეს მძიმე დრო რომ გადავიტანოთ, ბიზნესიც შესაბამისად უნდა მოემზადოს.

თუ ივლით მიტინგებზე და შეკრებებზე, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანციით და სამედიცინო პირბადით.

ვინც გადაიტანეთ კოვიდი, 5 თვე ხართ დაცული, 5-დან 6 თვემდე შუალედში უნდა გაიკეთოთ მხოლოდ ერთი 1 დოზა ვაქცინა, და ასე ყოველ 5 თვეში 1 დოზა. ინფიცირებიდან თუ უკვე 6 თვეა გასული, მაშინ 2 დოზის გაკეთება მოგიწევთ.

რა თქმა უნდა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით რის რისკები, ბრიტანეთში რამდენიმე გარდაიცვალა ვაქცინაციის შემდეგ, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ინგლისში კოვიდით არავინ გარდაცვლილა. პროცესს თავისი პლიუსები და მინუსები აქვს, ამის შესახებ საზოგადოებას უნდა ესაუბრონ.

საკმარისი ვაქცინა კიდევ კარგა ხანი არ იქნება საქართველოში. ქვეყნის ვაქცინაციისთვის 4 მილიონი დოზაა საჭირო, რაც არ არის. თან ყოველ 5 თვეშია საჭირო რევაქცინაცია.

გაიხსენეთ, ჩაწყობით ვაქცინაციაზე რომ გეუბნებოდით, ხომ არის კიდევაც ასე? ასე ხდება, როცა არიან არაპროფესიონალები და კორუმპირებულები. იმედი მაქვს, ოდესმე ქვეყანაში სიმართლის მთქმელები და პროფესიონალები დაფასდებიან.

კიდევ ვიმეორებ, ვაქცინაცია არის ნებაყფლობითი! თუ დაგაძალდებენ, შეგიძლიათ, უჩივლოთ!

ვაქცინაციის პროცესს ვინც ხელმძღვანელობს, ვალდებულია, აგიხსნან, დაგარწმუნონ, მოგცეთ სრული ინფორმაცია და რა აქვთ დასამალი?!

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ყველა კითხვა არის კარგი კითხვა, დასვით შეკითხვები, მოითხოვეთ პასუხები. ეს თქვენი უფლებაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვალდებულებაა, ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს. მისწერეთ მათ ფეისბუქზე და ვებგვერდზე“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე თქმით, კარგი იქნება, დაავადებათ კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოქალქეთა შეკითხვებზე პასუხები განათავსოს თავის ვებგვერდზე და ფეისბუქგვერდზე.


„NCDC -ს წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გამოდიოდნენ, მოსახლეობას საჯაროდ უნდა გასცენ პასუხი შეკითხვებს, ეს არის კომუნიკაცია მოსახლეობასთან“.

საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ნოემბერი 29, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ერგონომიკა მისაღებში – იდეალური დიზაინის მნიშვნელობა და პრაქტიკული რჩევები

ერგონომიკა მისაღებში – იდეალური დიზაინის მნიშვნელობა და პრაქტიკული რჩევები

ნოემბერი 29, 2024
გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

ნოემბერი 29, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მოვამზადოთ ტრადიციული გოზინაყი ახალი წლის სუფრისთვის

მოვამზადოთ ტრადიციული გოზინაყი ახალი წლის სუფრისთვის

ნოემბერი 29, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი პარიზში

როგორ აღინიშნება ახალი წელი პარიზში

29 ნოემბერი 2024
ისანი – ისტორიული უბანი თბილისში

ისანი – ისტორიული უბანი თბილისში

ნოემბერი 29, 2024
პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

პირველად მსოფლიო მედიცინის ისტორიაში ფილტვების გადანერგვის ოპერაცია რობოტმა ჩაატარა

ნოემბერი 29, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები