კვირა, აპრილი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი„ხარისხიანი ჯანდაცვა, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, ეს არის ის, რაც ნამდვილად სჭირდება...“

„ხარისხიანი ჯანდაცვა, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, ეს არის ის, რაც ნამდვილად სჭირდება…“

01/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი,პროფესორი გიორგი ფხაკაძე – საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის“ ერთი კვირის ანგარიში:

„უკვე 9 სამედიცინო დაწესებულებამ გამოხატა დამოუკიდებელი და ნებაყოფლობითი აკრედიტაციის გავლის სურვილი, კიდევ რამდენიმე მუშა პროცესშია.


აკრედიტაციის შედეგად ქვეყანაში გვექნება კარგი და ძალიან კარგი საავადმყოფოები.


ყველა იმ უნივერსიტეტს, სადაც არის იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტი, მოგიწოდებთ თანამშრომლობისკენ – „საქართველოს აკრედიტაცის“ ინიციატივის ფარგლებში ერთ-ერთი ინდიკატორი არის პაციენტის უფლებები და გთხოვთ, ამ მიმართულებით ჩაერთოთ პროცესებში.

ასევე მივმართავ პაციენტის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს, კარგი იქნება, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უფლებების მიმართულებით ვითანამშრომლოთ.


მივმართავ ასევე სამედიცინო უნივერსიტეტებს, კოლეჯებს – ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური ინსტიტუციების ჩართულობა აკრედიტაციის პროცესში უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და სამედიცინო დაწესებულებებში ხარისხის სტანდარტებისა და ინდიკატორების გაუმჯობესების კუთხით.

მე შეგპირდით, რომ „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივის“ საქმიანობა იქნებოდა გამჭვირვალე, საჯარო და ვანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე. დღეს გაბარებთ სამუშაო პროცესის პირველ შეჯამებას;


ერთ კვირაში აკრედიტაციის გავლის თაობაზე ოფიციალური განაცხადი უკვე შემოიტანა 9 სამედიცინო დაწესებულებამ, დამიკავშირდა რამდენიმე ათეული ორგანიზაცია;


გაგაცნობთ იმ 9 სამედიცინო დაწესებულებას, რომლებმაც აკრედიტაციაზე განაცხადი ოფიციალურად შემოიტანეს. ესენია: „ულტრამედი“, „თქვენი კლინიკა“, „ჰებე“, „დენტალ ლაინი“, „მედიქლაბ ჯორჯია“, „N მედიქლაბი“, „ჰედიოდენსი“, „დენტალმედი“;

ამ 9 ორგანიზაციიდან სამთან უკვე ოფიციალურად გაფორმდა იურიდიული კონტრაქტი;
საქართველოს აკრედიტაციის“ მთავარი კონცეფციაა, ქვეყანაში არსებობდეს პაციენტზე, სამედიცინო პერსონალზე და საზოგადოებაზე ორიენტირებული ხარისხიანი სამედიცინო დაწესებულებები. აკრედიტაციია არის ნებაყოფლობითი, უფასო და დამოუკიდებელი და ის განსაზღვრავს ხალხის ნდობას;

აკრედიტავიის შედეგად ჩვენ ქვეყანაში გვექნება კარგი და ძალიან კარგი სამედიცინო დაწესებულებები;


განაცხადის შეტანა აკრედიტაციის მიღებას არ ნიშნავს; ორგანიზაციები გაივლიან დეტალურ შემოწმებას, რათა დააკმაყოფილონ მინიმალური სტანდარტები;


ინიციატივა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. აკრედიტაციის პროცესში სამედიცინო დაწესებულებები თავად დაინახავენ, რა ხარვეზები აქვთ და მე, ჩემს გუნდთან ერთად, მაქსიმალურად დავეხმარები არსებული პრობლემების გამოსწორებაში;
პროცესში ჩართულები არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან და უანგაროდ მეხმარებიან;

READ  როგორ გავუმკლავდეთ და ვუმკურნალოთ ჭარბთმიანობას

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, საქართველოში და საზღვარგარეთ, ვინც მხარში მიდგას; ჩვენ ყველა ერთად ვაშენებთ ძლიერ, ხარისხიან ჯანდაცვას, ჩვენ ეს შეგვიძლია. საქართველო არის შესაძლებლობების ქვეყანა;


ხარისხიანი ჯანდაცვა, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში, ეს არის ის, რაც ნამდვილად სჭირდება საქართველოს და არა ის პოლიტიკური გაუგებრობები, რაც ახლა ტელევიზიების ახალ ამბებში გადის. ეს არ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. ეს ხდება იმიტომ, რომ ხალხის ყურადღება სხვაგან წავიდეს;


ერთადერთი გზა, რომ გაძლიერდეს სახელმწიფოს ეკონომიკა, არის ქვეყანაში ხარისხიანი ჯანდაცვის არსებობა;

მივმართავ საზოგადოებას, შედით ჩემს ფეისბუქგვერდზე და საიტზე acreditacion.ge და შეაფასეთ სამედიცინო დაწესებულებები;


ასევე კიდევ ერთხელ მივმართავ უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებებს, აკრედიტაცია არის უფასო, ნებაყოფლობითი – ის კეთდება მხოლოდ თქვენი განვითარებისთვის და ქვეყანაში ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის დამკვიდრებისთვის, ამიტომაც ჩაერთეთ ამ პროცესში, გააკეთეთ განაცხადი და მაქსიმალურად დაგეხმარებით;


და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – ჩვენი ორიენტირია, გვქონდეს ქვეყანაში არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა;


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.


აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.


გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის


„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.