ოთხშაბათი, აპრილი 16, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბები"დაახლოებით, 43% მოდის H1N1 გრიპზე, 4% - H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე...

“დაახლოებით, 43% მოდის H1N1 გრიპზე, 4% – H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ინფექცია და მასზე 20% მოდის”

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე TV პალიტრანიუსის ეთერში საუბრობს.

„დაახლოებით, 43% მოდის H1N1 გრიპზე, 4% – H3N2 შტამზე, ამის შემდეგ ყველაზე ხშირია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ინფექცია და მასზე 20% მოდის. არ არის ეს ცოტა, გაიზარდა ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც აავადებს როგორც მოზრდილებს, თუმცა უპირატესად ბავშვებს. ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რამეთუ იწვევს ბრონქიოლიტებს ბავშვებში, ზოგჯერ მძიმე მიმდინარეობით …

კოვიდმა ძალიან ბევრი ცუდი გაგვიკეთა ჩვენც და მთელ მსოფლიოს, მაგრამ ერთი კარგი რამ გააკეთა – მან ხელი შეუწყო ჯანდაცვის გაძლიერებას რესპირაციული ინფექციების მართვის თვალსაზრისით…

იანვარში გვქონდა გრიპის გარდაცვალების სულ 3 შემთხვევა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ აშშ-ში წინა კვირაში დაფიქსირდა 569 გარდაცვალება მხოლოდ გრიპით, ბოლო კვირაში კი 271. ბოლო კვირაში მსოფლიოშიც და საქართველოშიც ცოტა მოიკლო რესპირაციული ინფექციებით დაავადებამ …

არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება სადღაც ვინმე გრიპით ვინმე გარდაცვალა, ისე რომ არ მოხდა მისი აღრიცხვა, მაგრამ ჩვენთან დაფიქსირებულია სულ 3 შემთხვევა…“

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  „პოსტ კოვიდის კიდევ ერთი არასასიამოვნო “სიურპრიზი” - ახალგარზდებში საკმაოდ მძიმე შედეგებით…“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები