პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორი უნდა იყოს თინეიჯერის კანის მოვლის რუტინა

როგორი უნდა იყოს თინეიჯერის კანის მოვლის რუტინა

თანამედროვე ბავშვებს და მოზარდებს არასაიმედო რესურსებთან წვდომა მარტივად შეუძლიათ. ხშირად არაკვალიფიციური რჩევები პრობლემური კანისთვის კიდევ უფრო დიდი გართულებების მიზეზი შეიძლება გახდეს. რას არ გააკეთებს ბავშვი გარდატეხის ასაკში გამონაყარისგან გათავისუფლებისთვის!

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, ჩვენც და ჩვენს ბავშვებს, რომ კანის მოვლის მითები მითებად უნდა დარჩეს. სინამდვილეში ყველაფერი ბევრად მარტივია.

  • არ შეიძლება სახის დაბანა საპნით, შამპუნით და შხაპის გელით. ასევე გამორიცხეთ დასაბანი სპონჟები, ჯაგრისები და ღრუბლები.
  • არ შეიძლება გამონაყარის ხელით წვალება და ამოღება, არასდროს! ხშირად ეს იმპულსიურად და ჭუჭყიანი ხელებითაც კეთდება, წარმოიდგინეთ რა პრობლემები მოყვება ღია ჭრილობაში ბაქტერიების შეჭრას. ეცადეთ აუხსნათ მოზარდს, რომ გამონაყარის წვალებამ შეიძლება მთლიან სახეზე ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს. ერთი ანთებითი ელემენტის ადგილას მართლაც ორი ან მეტი შეიძლება გაჩნდეს.
  • არ შეიძლება ადგილობრივი ანტიბიოტიკების შემცველი პროდუქტების გამოყენება ექიმის დანიშნულების და კონტროლის გარეშე.
  • არანაირი სკრაბი (მითუმეტეს ბუნებრივი აბრაზიული ნაწილაკებით), სოდა და კლარისონიკის ტიპის მოწყობილობები.
  • არანაირი ზეთი, ცხიმიანი კრემი! თუ კანი მშრალი და დაჭიმულია – საჭიროა მოვლის მიდგომის და ბაზის შეცვლა.

რა შეიძლება და რა არის საჭირო:

 

  • სახის დაბანა დღეში ორჯერ: დილით და საღამოს! აარჩიეთ ნაზი, უსულფატო დასაბანი გელი ან ქაფი. გასუფთავება უნდა იყოს ღრმა, მაგრამ დელიკატური!
  • ლოსიონი/ტონიკის გამოყენება სიმშრალის და დაჭიმულობის შეგძნებისგან გასათავისუფლებლად.
  • კრემი მზისგან ან ძლიერი სიცივისგან დაცვისთვის, ზღვის და აუზის შემდეგ.
  • კოსმეტოლოგთან ვიზიტები. სპეციალისტი დაგეხმარებათ სწორი მოვლის შერჩევაში და პუბერტატული პერიოდისთვის აქტუალური კანის პრობლემების და სიმპტომების გადატანაში.

ესთეტიკური კაბინეტის სტუმრების დიდი ნაწილი მოზარდობის პერიოდში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად მისული ადამიანების, ასეთი ნაწვალები გამონაყარის შემდეგ გაჩენილი ნაწიბურები, სპირტით გამომშრალი კანი, ნაადრევი ნაოჭები და სხვა. მნიშვნელოვანია თავის მოვლის ჩვევების ბავშვობიდან ჩამოყალიბება, თქვენს ძალებშია მიაჩვიოთ შვილები სწორ მოვლას, როგორც ბავშობიდან ასწავლიდით სიარულს, ლაპარაკს, თმის დავარცხნას, სადილამდე ხელების დაბანას და ძილის წინ კბილების გამოხეხვას. ეს ასეთივე მარტივი და სასარგებლოა!

წყარო: http://totalcharm.ge/

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

კვლევის მიზანი: შეფასდეს, შემცირდა თუ არა ანთებითი პასუხი მეორე ვარჯიშის შემდეგ, უვარჯიშებელ პირებში პირველი ვარჯიშის შემდეგ პასუხთან შედარებით

ნოემბერი 28, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები