რისთვის სჭირდება მამაკაცის კანს მოვლა? შეიძლება იკითხოს ზოგიერთმა.
პირველ რიგში, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი მოვლის მთავარი მიზანია ჰიგიენა. მაგრამ რადგან მამაკაცის კანი განსხვავდება ქალისგან, მას მოვლაც შესაბამისი სჭირდება.
როგორც წესი, კაცის კანი უფრო სქელი და უხეშია. მამაკაცის კანის დაბერების ტიპი სრულიად განსხვავებულია. ცხადია, რომ არსებობს სხვადასხვა ფაქტორი: გენეტიკა, ცხოვრების წესი და პირობები, სამუშაო პირობები.
რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მამაკაცები კანის მოვლისას?
- ერთი საპნის გამოყენება ყველაფრისთვის. სახის კანი ყველაზე ნაზია და მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სხეულის და სახის კანის ერთი საშუალებით დაბანა კარგი აზრი არ არის. შეარჩიეთ უფრო ნაზი შემადგენლობის დასაბანი საშუალება.
- არასწორი საპარსი საშუალების შერჩევა. სინამდვილეში ჰაერის ბუშტუკები, რომელსაც ვუწოდებთ ქაფს, თითქმის არაფერს არ შვება კანის გაღიზიანებისგან დასაცავად. შეცვალეთ ქაფი საპარს ლოსიონზე ან გელზე და შეამჩნევთ მკვეთრ ცვლილებას კანის მდგომარეობაში – ნაკლები სიწითლე, ჩაზრდილი თმა და მინიმალური გაღიზიანება და ქავილი. ყოველთვის დაასრულებ გაპარსვა უალკოჰოლო პარსვის შემდგომი საშუალებით.
- SPF კრემები მხოლოდ რუჯის მოყვარული ქალებისთვის არის. კანის სიმშრალეს ბევრი ფაქტორი იწვევს და მზე ყველაზე დამაზიანებელია მათ შორის. ამიტომ ყოველთვის გამოიყენეთ მზის დამცავი. გახადეთ იგი ყოველდღიური მოვლის ნაწილი დამატენიანებელი კრემის შემდეგ. ან შეარჩიეთ დამატენიანებელი SPF ფაქტორით.
წყარო: http://totalcharm.ge/
#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze
მასალის გამოყენების პირობები